დღეს პირველად გიმღერებდით იავნანას,
დღეს პირველად შეგახებდით ხელს,
დღეს პირველად ვიხილავდი თქვენს თვალებს და
დღეს პირველად ჩაგკიდებდით ხელს..
დღეს პირველად ჩაგაცმევდით იმ ფაჩუჩებს,
"დირბიდან" რომ წამოგიღეთ დე,
ვამბობდი რომ როცა რამე ეტკინებათ
ეს ფაჩუჩი მოარჩენთთქო დე..
წუთს ვითვლიდი მალე დადგეს ის ჟამითქო
რომ ჩემს მკერდზე დამენახეთ დე,
რას ვნატრობდი მე სულელი დროის გასვლას,
ნეტავ ნელა გასულიყო დე,
ნეტავ ნელა გასულიყო ის 5თვე,
თუ ასეთი დღე გველოდა დე,
ნეტავ ნელა გასულიყო ის თვეები
ნეტავ ცოტახანსაც მეგვრძნეთ დე..
ისე უცბათ ამომგლიჯეს თქვენი თავი
წამითაც ვერ დაგინახეთ დე.
მე უფალმა თქვენი თავი ვერ დამითმო,
აქ არ ვიცი რა გელოდათ დე,
ამ ფაჩუჩებს ისევ ""დირბში მივაბრუნებ"
აქ რათ მინდა