დედაშვილობის უნაზეს გრძნობას,ვინ დაუდგინა დრო და თარიღი,
დასაბამია ჩვენი სიცოცხლის,იგი წუთებს და დღეებს არ ითვლის.
დედის სიყვარულს რად უნდა რიცხვი,ანდა ვინა სთქვა დღე უიმისოდ,
დედა ერთია და შეუცვლელი,ჩვენს გულებშია სამარადისოდ.
დედობის განცდა დიდი მადლია,იგია ქვეყნად სიცოცხლის წყარო,
უტკბილესია, ნუ დაიჯერებთ,მასავით ვინმემ რომ შეგიყვაროთ.
ნურც დედის სიკვდილს ნუ დაიჯერებთ,ჩვენ მისი ხსოვნაც მზესავით გვათბობს,
მისი სული ხომ ჩვენთვის ლოცულობს,ერთი წუთითაც არ გვტოვებს მარტო.
ახლა როდესაც ამ სტრიქონებს ვწერ,მწამს დედის სული დამნათის სხივად,
ან რა დავწერო, მას რომ შევკადრო,სიტყვებს ვარჩევ და ვალაგებ ფრთხილად.
ამ ლექსსაც შენი სურნელი ასდის,გაზაფხულივით მავსებდი დედი,
ქედს ვუხრი მე შენს ჭაღარას ლამაზ
მე არ გპირდები დაბრუნებას ასე ადვილად,
და არც არაფერს მოგიყვები მხოლოდ სიტყვებით.
ოღონდ საერთო ბევრი დაგვრჩა ვიცი ნამდვილად,
შენც ასე ფიქრობ დანარჩენსაც მერე მიხვდები...
ნუ გეშინია, აზვირთებულ, ხშირი ტალღების,...იხილეთ მეტი
⊱✿⊰ ✙⊱✿⊰ჩემი ყველაზე დიდი განძი სუფთა ..უბოროტო..გულწრფელი გულია..მადლობა ღმერთს რომ ასეთი ვარ.... და მადლობა მათ ვინც ამას ხედავს და ჩემთანაა...ამ გულს ღალატი არ ჩვევია თუნდაც მოკლან..ამ გულს სიყვარული ასწავლეს ..ამ გულს მეგობრობა ასწავლეს..ამ გულს ტირილი ასწავლეს... სიმღერა ასწავლეს სიყვარულზე ...ტკივილიც ასწავლეს და მისი ატანაც მაგრამ ბოროტება არ უსწავლებიათ არც ბოღმა და შური და მე ამაყი ვარ რომ ეს გული ჩემს მკერდში ცემს.⊱✿⊰ ✙⊱✿⊰კომენტირება4გაზიარება0
ფუნთუშა
ერთ ჭიქა თბილ წყალში გახსენით ერთი ჩაის კოვზი საფუარი და ერთი სუფრის კოვზი შაქარი, დაელოდეთ აფუებას 15წ.
შემდეგ ნახევარ ლიტრ თბილ რძეში გახსენით ერთი ან ერთნახევარი ჭიქა შაქარი (დამოკიდებულია გემოვნებაზე), ჩააყარეთ 200 გრამი გარჩეული ქიშმიში, ცოტაოდენი ვანილი და უკვე ამოფუებული მასას გაურიეთ. შემდეგ ჩაყარეთ ფქვილი, რამდენსაც შეიზელს, ისე რომ საშუალო სისქის ცომი მიიღოთ.
მიღებული მასა გააჩერეთ ოთახის ტემპერატურაზე ამოფუებამდე, შემდეგ შეაზილეთ 125 გრ მარგარინი. ცომი ორჯერ ჩაზილეთ, ამჯერად მარგარინის გარეშე.
მას შემდეგ, რაც ცომს სამჯერ ჩაზელთ და კიდევ ამოფუვდება, მიეცით სასურველი ფორმები, დაალაგეთ ზეთწასმულ ჭურჭელზე და ოთახის ტემპერატურაზე გააჩერეთ 20-30 წუთის განმავლობაში. როცა აფუვდება