ხშირად არწივი ქათამზე დაბლაც კი დაეშვება ხოლმე, მაგრამ ქათმები ღრუბლებამდე ვერასოდეს მიაღწევენ კრილოვი
გვიან იქნება,როცა მართლა მოგენატრები, როცა მიხვდები,ჩემგან წასვლით რა დაგიკარგავს, მოგენატრება სევდიანი ჩემი თვალები, ჩემი ბაგედან წარმოთქმული სიტყვა "მიყვარხარ." გვიან მიხვდები იმ გათელილ სავალ-ბილიკებს, ჩემამდე მოსვლას ნურასოდეს დაელოდები, შენი წარსულით შემორჩები მწარე ტკივილებს და ყოველ ღამე ჩემზე ფიქრებს დაემონები... მთვარიან ღამეს მობარბაცე შენი აჩრდილი, ნაცნობ ადგილას ჩვენ შეხვედრას თუ გაგახსენებს... მაშინ მიხვდები,დაგიკარგავს გულის ნაწილი, გზა გააგრძელე და ჩემ სახელს ნუღარ ახსენებ... ყველა შეცდომას,ყველა ცოდვას ღმერთი დაგითვლის, უფლის წინაშე "სამსჯავროზე"როცა წარსდგები, მე უშენობა,არ იდარდო,მალე გამივლის, მაგრამ,ჩემსავით შენ არავის შეუყვარდები...
იმისათვის რომ შეძლო ადამიანების სიყვარული და მათგანაც დაიმსახურო , აუცილებლად უნდა მიეჩვიო, რომ რაც შეიძლება ნაკლებს ელოდე მათგან – ეს ძალზედ რთული რამაა . თუ ბევრს ველი მათგან და ამის გამო , ხშირად მიცრუვდება იმედი , საბოლოოდ იძულებული ვარ უფრო საყვედურებით ავივსო მათ მიმართ, ვიდრე მიყვარდეს.
ქალის სილამაზე არც სახის ფორმაშია, არც ტანსაცმელში და არც ვარცხნილობაში. ნამდვილი ქალური სილამაზე სულში აისახება. ის მჟღავნდება მაშინ, როდესაც ქალი თავის სიყვარულს ჩუქნის... ქალის სილამაზე წლიდან-წლამდე იზრდება ოდრი ჰეპბერნი
სადაც ყველას სახე მხოლოდ ნიღაბია, სადაც ამაზრზენი არის ფორიაქი, სადაც გულწრფელობა უფრო იაფია, ვიდრე 1 ჭიქა ყალბი კონიაკი. სადაც გროვდებიან ჭკუის კოლოფები, ყველას სხვისი ცუდი სადაც უხარია, სადაც არწივებად სხედან ოფოფები, სადაც სხვისი კარგით ყველა მწუხარეა. სადაც დღე და ღამე ქუჩის ხმაურია, სადაც მანქანები ქრიან დაფეთებით, ქარმა ფოთლებივით აურდაურია, ცოდვით დაცვენილი სულის ნაფლეთები
ქალის ხასიათი არ აჩვენებს, თუ სად იწყება სიყვარული, არამედ გვანახებს, თუ სად მთავრდება ის. როზა ლუქსემბურგი
მალე გაზაფხულდება.... მალე მოვა გაზაფხული ვიცი და მოგვიტანს სითბოსა და ნიავს აყვავდება ტყემალი და შინდი ვარდები კი გაიშლიან გვიან... გამწვანდება მინდორი და ველი ბაღში ატმებს გამოაყრის კვირტი ფრინველებიც დატოვებენ ბუდეს მერე ტკბილად იჭიკჭიკებს ჩიტი... გამოთბება და ბუნებაც მყისვე ცაზე ღამეს მიახატავს მთვარეს ჯადოსნური ფუნჯით გადახატავს და შეაყრის ვარსკვლავების ხალებს... დღე რომ მოვა მასაც უცილებლად დაუმშვენებს ცას ღრუბლების ფერი მალე მოდი გაზაფხულო მალე და დაატყვე შენი თბილი ხელი... ლეილა მაჩაიძე.. 01/02/2017
შეეცადეთ ოდნავ კეთილი იყოთ და თქვენ დაინახავთ, რომ ცუდის გაკეთებას ვეღარ შეძლებთ. კონფუცი
ქალის სილამაზე არც ძვირფას სამოსშია,არც სხეულსა და ლამაზ ვარცხნილობაში.იგი თვალების ბრწყინვალებაშია.თვალები ხომ გულისაკენ მიმავალი გზის გასაღებია, სადაც სიყვარული ცხოვრობს  ოდრი ჰეპბერნი
Показать ещё