იცხოვრე ისე,რომ შენი გარდაცვალება,სიცოცხლის დაბადებას ჰგავდეს. ეცადე,ისე იცხოვრო,რომ ადამიანებს მზეში აერიო. ღმერთი მზესავითაა!ერთია,მაგრამ ყველა ხედავს. გააკეთე სიკეთე უანგაროდ და მაშინვე დაივიწყე.თუ გაკეთებულ სიკეთეს დაითვლი,მაშინ,ეს,სიკეთე ანგარებისთვისაა გაკეთებული. იცოცხლე ტაძარივით,თორემ ვერ შეგამჩნევენ და გვერდს აგივლიან. თუ,არავის არ სჭირდები,თითქმის ფუჭად გიცხოვრია.მაშინ,ვერ შეგისრულებია,ამქვეყნიური მისია. განსჯა სხვაა და განკითხვა სხვა! ვიწრო ბილიკი კიარა,განიერი ხიდი იყავი შენი ცხოვრებითა და სიცოცხლით სხვებისთვის. მამუკა უნგიაძე
ემიგრანტებო ქართული ცაა,სულს რომ აგივსებს.მიწა_სამოთხე,ხოდაბუნებით.გაზაფხული რომ კაბას ჩაიცმევს,ემიგრანტებო,ხომ დაბრუნდებით?! წაიღეთ ჩვენი მიწა,ნაჭერით! თუ აგეტიროთ,გაჟღინთეთ ცრემლით.დაბრუნებამდე ოღონდ გაძელით!გაზაფხულივით,თქვენც დაბრუნდებით. საკუთარ შრომით შოულობთ ლუკმას.დრო,ისე გარბის,ლამის ვერც ხვდები.როცა დრო მოვა,გაფიცებთ უფალს,ხომ დაბრუნდებით,როგორც მერცხლები?.. მამუკა უნგიაძე.