აბა გულში ჩაიხედე ადამიანო!
და იქნებ ჩასწვდე შენი სულის ჭეშმარიტებას,
რისთვის მოსულხარ, რისთვის იბრძვი წუთისოფელში,
ან რატომ ცდილობ მხოლოდ ამქვეყნად თავის დიდებას!?
დაგიდგავს სახლად ციხე-კოშკი დიდი გალავნით, საიდანაც მოჩანს მხოლოდ მოღრუბლული ცა,
დაიმახსოვრე რომ იმქვეყნად მხოლოდ გაგყვება:
შენი ამელი, თეთრი მიტკალი და შავი მიწა.
მიწა, რისგანაც სულ პირველად იქმნა ადამი
და რომლის ბოლოც არის მხოლოდ ის შავი მიწა,
იმ მიწიდან კი აღარაჩანს ის გალავანი
და აღარა ჩანს საყვარელი მოღრუბლული ცა.
ცა, საიდანაც ზოგჯერ წვიმდა, ხანაც გათოვდა,
როცა გციოდა გიხაროდა რომ მზე გათბობდა.
არ შეგაწუხებს არც მზე, წვიმა და არც ის თოვა,
ცოტაც მოიცა ადამიანო, შენი დროც მოვა.
როცა დრო მოვა და წარსდგები ღვთ