თუ კი კახეთში არ სვი მანავი, ქართლში ურმული თუ არ გსმენია, თუ არ მოგხიბლა იმერეთის ცამ ანდა სვანეთის კლდეთა გენიამ, თუ ხევსურეთში არ გყავს ძმაკაცი, გურიის მთებში თუ არ გივლია, არ გიტირია სამეგრელოში, ბროწეულებიც როცა ტირიან, თუ საქართველოს ქალების ეშხმა გული ბოლომდის თუ არ დალია, მაშინ ყოფილხარ საქართველოში და საქართველო არ გინახია!!!..