სწავლა იწყება დედი...
*********************************
(შვილის წერილი ემიგრანტ დედას.)
*************************************************
სწავლა იწყება, ჩანთას ვიმზადებ,
როგორ მაკლიხარ დედი.
შენ მე შორიდან ზრუნვით გამზარდე,
როგორ მჭირდები ვხვდები.
მიმაცილებდე სკოლის კარამდე,
ლოცვას მაწევდე გზაში,
მიჩურჩულებდე ნაზი ღიმილით,
"არ იცელქოო კლასში."
შარშანდელივით შენ მაგივრობას
ბებო გამიწევს დედი,
ნუ ატირდები, ასე ყოფილა
ემიგრანტების ბედი.
ო... როგორ მინდა შინ დაბრუნებულს,
კარს მაგებებდე ღიმილს,
მიმსუბუქებდე წლობით გამოვლილ
ცრემლებს, დარდსა და ტკივილს.
მახსოვს ის ღამე, როცა ძილის წინ
თავი შენ მკერდზე მედო,
მითხარ:"ხვალიდან სხვაგან მივდივარ,
დაუჯერეო ბებოს."
მას შემდეგ ბევრი წლები გავიდა,
ეს ჭიქა მხოლოდ შენთვის მაქვს დასხმული,
მინდა, რომ ეს სისხლი დავცალო თავიდან,
ღმერთის ჯამიდან, ღვინით აღვსული
ათას ცრემლსა და ტკივილს ავიტან...
ქალი გავიცანი თითქმის ანგელოზი ,
მისი თვალებიც კი ჩემთვის ღმერთი იყო,
როგორ არ ვიჯერო ? არ ვარ სარკინოზი
როცა ჩემი გული ორად გადაიყო.
დავიწყებ თავიდან, ნელ-ნელა მკაფიოდ,
მე შენ გეტყვი, რომ არ გინდა სიბრაზე,
ცხოვრება ახლიდან, სიკეთით დავიწყოდ
ეშმაკის გულსაც, რომ დაეტყოს სინაზე.
დავიმტვრებ ფრთებსაც!!! რომ ვეღარ გავფრინდე,
ალიონს ყოველ დღე შენს სახელს დავარქმევ,
გავივლი იმდენს რომ სულ წინ დაგიხვდე,
ყველას და ყველაფერს, შენზე ფიქრს წავართმევ.
ქალი გავიცანი ჩემზე ბევრად კარგი,
მისი შეხედვაც კი ჩემთვის ბევრი იყო,
ნუთუ დავიჯერო, გახდე ასე კარგი
და ზეცა
მოდი მეცეკვე ტანგო.. დაგინთო ცეცხლი გულში...
სულ დაგავიწყდეს იქნებ, რომ სხვა გიყვარდა გუშინ..
დღეს მე ვარ შენი წყვილი არ გავიგონო არა..
მე შენი კოცნა მინდა მარტო ცქწრა არ კმარა...
შენი შეხება მინდა ფიფქივით ნაზი მკერდის...
შენი ტუჩების გემო ველური მაყვლის კენკრის...
შენი შესუნთქვა მინდა, მე ეგ სურნელი მათრობს..
თავბრუ დამხვევი გრძნობა დამდევს...დამდევს და არმთმობს..
მოდი ვიცეკოთ ტანგო .. გიჟური ტამგო მინდა..
რომ არდასრულდეს ქვეყნად ეს სიყვარული წმინდა...