Предыдущая публикация
უჩემოდ გაგყავდა წლები?! გგონია არ გეძებდი?! გგონია არ მიყვარდი?! ო, როგორ ცდები! ჩემთან წამოსულმა დააგვიანე... ვისთან შეისვენე ან სად?! მითხარი, პირველად როდის მიხვდი, უჩემოდ რომ არ ხარ არსად... არავის ეძებდი, არავის ელოდი, არ იყურებოდი ცაში?! ვისით მოიხიბლე, ვისით განიხიბლე, ვისი იყავი მაშინ?! ასეთი უჩემობა, ასეთი უშენობა, გაგრძელდა რამდენი წელი... გზის დასაწყისიდან, ოდესღაც წამოსულს, გზის ბოლოს მორჩილად გელი. თვალი გაახილე, გესმის ჩემი სუნთქვა? უკვე მოხვედი, აქ ხარ! სიცოცხლის ბოლოს ნანახს, ნუთუ მიმატოვებ, ნუთუ ჩემგანაც წახვალ?! ხელი მოაცილე, თვალები დამანახე, თვალები არ ცრუობენ შენი. უშენოდ მეც არა ვარ...თვალებში ჩამხედე, ჩამხედე და მითხარი: ,, ვრჩები"!
Присоединяйтесь к ОК, чтобы посмотреть больше фото, видео и найти новых друзей.
Нет комментариев