მამა პეტრე კვარაცხელია სოციალურ ქსელში ინფორმაციას ავრცელებს:
„გთხოვთ, გააზიარეთ და გაავრცელეთ მეგობრებო
მოგესალმებით, ეს პატარა გოგო 5 წლის ნანუკაა, რომელიც მშობლებთან ერთად რუსთავში, ხის პატარა ფარდულში ცხოვრობს. ნანუკას დედას ინსულტი აქვს გადატანილი, ამის გამო 9 თვე კომაში იყო, ინსულტის შემდეგ ფეხები პარალიზებული დარჩა და სამწუხაროდ ახლა ეტლსაა მიჯაჭვული. ქალბატონი მაიას ავადმყოფობის გამო ოჯახმა ყველაფერი გაყიდა, რაც გააჩნდათ… სამწუხაროდ მას არ შეუძლია დამოუკიდებლად გადაადგილება… მეუღლე ცოლის ავადმყოფობის გამო, ვერ შრომობს. ცოლსა და 5 წლის შვილს მარტო ვერ ტოვებს და ორივეს თვითონ უვლის… ჩემო მეგობრებო, ოჯახი ცხოვრობს უკიდურეს სიღარიბეში იმ ფარდულში, რომელშიც ცხოვრობენ ისე წვიმს, როგორც ავდრის დროს გარეთ და არასოდეს თბება საცხოვრებელი ადგილი… სულ ცივა იქ… ხშირად ბავშვი მშიერი და გაყინული იძინებს, მაგრამ დედის ავადმყოფობისგან დაზაფრული, ამაზე არასოდეს საუბრობს, რადგან ეშინია დედა ცუდად არ გახდეს ნერვიულობისგან…
ჩემო მეგობრებო, ვწერ ახლა ამ პოსტს და ხელები მიკანკალებს…. ეს პაწაწინა გოგო 5 წლის ასაკში რამდენ მძიმე გაჭირვებას იტანს….
ჩემო ძვირფასებო, ჩვენ ერთად ბევრი შევძელით და ახლაც გავერთიანდეთ ამ ოჯახისთვის
პატარა ნანუკას ძალიან ვჭირდებით ბავშვი შიმშილობს და ხის ცივ ფარდულში იძინებს
დავეხმარეთ ნანუკას და მის დედიკოს
გთხოვთ, ერთი ლარიც კი ძალიან ძალიან მნიშვნელოვანია მათთვის :ვაგროვებთ საკვების თანხას პატარა ნანუკასთვის.
მობილურის ნომერი: 557470546
ქალბატონი მაია, ნანუკას დედა
თიბისი – ბანკი, ანგარიშის ნომერი:
#GE47TB7349445061100027
საქართველოს – ბანკი, ანგარიშის ნომერი :
#GE90BG0000000162149143GEL
მიმღები ეკატერინე თოფურია, პირადი 60001049837
დანიშნულებაში მიუთითეთ
#ნანუკასთვის
დიდი მადლობა ყველას
Комментарии 9