Предыдущая публикация
ვიცი შავია და თავბრუდამხვევია
მაგრამ სხვა ფერებიც ბევრი ურევია
იცი რა ბევრია? მგონი ულევია.
განა ზღვისფერია ანდა ცისფერია
არც მზისფერია, მაგრამ ეს არაფერია
ყველა ეს ფერები ერთად აღებული
მთელი სამყაროა თითქოს აგებული
და შენს თვალებში არის ჩადებული
და ეს სამყარო გრძნობით აღგზნებული
თითქოს კოცონია გულში ანთებული
შენი თვალებიდან ხიდი გადებული
გულთან მისასვლელად არვის გაუვლია
შენი კეთილი თვალები ისეთი თბილია
ისეთი ლამაზია, ისეთი მბრწყინავია
თითქოს ანგელოზი ცაში მფრინავია...
ავტორი: გიორგი მოდებაძე
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 211
გულთან მისასვლელად არვის გაუვლია
kargi mignebaaa