🔴 აქციის მონაწილეებმა, რომლებიც ჭიჭინაძის ქუჩაზე იყვნენ განლაგებულნი, ამ დროისთვის გადაინაცვლეს 9 აპრილის ქუჩაზე.
პარლამენტის უკანა შესასვლელი ამჟამად არის თავისუფალი. რამდენიმე წუთის წინ პარლამენტის უკანა შესასვლელი სამართალდამცველებმაც დატოვეს. ადგილზე არის სიმშვიდე.
კომიტეტმა პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნები უარყო
დღეს პარლამენტში იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა გაიმართა, სადაც დეპუტატები საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანთან, გიორგი მსხილაძესთან განიხილავდნენ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მოტივორებულ შენიშვნებს „გამჭვირვალობის“ კანონზე ვეტოს დადებასთან დაკავშირებით. როგორც მსხილაძემ განუცხადა ოპონენტებს, კანონის მომხრეებს ის არავითარ შემთხვევაში არ აპირებდა „კანონის მუხლობრივ განხილვაში შესვლას“ და არც შეჰყვა. საბოლოოდ კომიტეტის სხდომა იმით დასრულდა, რომ პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მხარი არ დაუჭირა. აქვე ერთ ვიდეოსაც შემოგთავაზებთ, რომელიც ანრი ოხანაშვილსა და გიორგი მსხილაძეს შორის კითხვა-პასუხს ასახავს.
Нет комментариев