ამ მშვენიერ დილას
ულამაზეს ქალს,
ჩემი გულის ფრიალს
გავაყოლებ თვალს.
მოდის საოცნებო
ათას ფერებს რთავს,
მოდის სანატრელი,
მაკარგვინებს თავს,
ეფერება ნაზად
დილის ცელქი სიო,
როგორ მონატრია
მისი ალერსიო.
როგორ გავარჩიო
ამ უთვალავ ფერში,
როგორ მოვაქციო
ჩემ...