შემიყვარდი,ვმალავდი.. გეტრფი ჩემო სამყარო. მზე ხარ.მოგიპარავდი, მაგრამ როგორ დაგმალო?! სიხარული მომგვარე. ახლად დავიბადები. ეს ღიმილი მოგპარე.. ხომარ გამიბრაზდები? ყაყაჩოსაც გადარებ. შემიყვარდი ძალიან. მე,ნურაფერს მაბრალებ.. მხოლოდ შენი ბრალია. იცი,სიზმრად მოდიხარ.. ცოტა შვებას ვპოვებდი. შენ ხომ,ანგელოზი ხარ. მე,უბრალო პოეტი. გიცქერ,დღეა იმდენი, მერამდენე წელია. ყველა შენ მოგიძღვენი, რაც კი დამიწერია! ვით სიცოცხლეს,გჩემობ! ვერ გაგიშვებ ოღონდ. სიყვარულო ჩემო.. საოცნებო გოგო. მიყვარს ეს თვალები.. ეს ტუჩები,სახე! თუკი დაგჭირდები, მოვალ.დამიძახე! შენთან ბუდე ვპოვე. შენ ხარ ჩემი მხსნელი! ახლა,მე გიპოვე. არ გამიშვა ხელი! შემიყვარდი!ჰო და ჩემად დაგიგულე. ჩუმად გულში მქონდა სიყვარული თურმე..
ო როგორ მიყვარს შენი ტუჩები სიცოცხლესავით არ მომწყინდები!შემოვიაროთ ფეხით ქუჩები.მიყვარს,მკლავებში რომ ირინდები.ო,როგორ მიყვარს შენი ტუჩები... ისევ შემოგხვევ წელზე ამ ხელებს! შენ ირინდები,არ მეურჩები.. მაგ ლერწმის ტანის სითბო,მახელებს. ო,რა ტკბილია შენი ტუჩები.. ო,შენი მკერდი ისე თბილია, თავს დაგადებ და ზედ დავბერდები! არ მომბეზრდება!ნუ გეშინია. სიცოცხლესავით გადაგედები.. მე,პოეტი ვარ!ლექსების ბიჭი! ლექსებს მაინც ვერ გადაურჩები. შენი ტრფობისგან,ცეცხლივით ვიწვი! ო,რა ტკბილია შენი ტუჩები.. მამუკა უნგიაძე.