თვალები გაქვს ერთი ქალის ფასი სულს რომ მიწიოკებს, გულს რომ ვნებით მიხეთქავ,ტუჩები გაქვს ნაზი, ატმის მსგავსი კოცნას რომ ითხოვს და მისვლას რომ ვერ ვბედავ... მარტო ღიმილი გაქვს ერთი ქალის ფასი სულს რომ ამზევებ და სისხლი ძარღვს რომ ხეთქავ თვალები გაქვს, მაყვლის მსგავსი პულსს რომ მიჩქარებ და თვითონ რომ დგახარ მედგრად...გიო
მე შენ შემიყვარდი... ვიცი და კიდეც არ ვიცი,რატომ ასე მალულად, მე შენ შემიყვარდი ... რაღაც საოცრად,ლამაზად და ასე გამორჩეულად მე შენ შემიყვარდი ... სულში სიხარულია და სიყვარულის მარულა, მე შენ შემიყვარდი ... ასე ჩვეულად და ძლიერ არაჩვეულებრივად. თვალები შევიყვარე შენი, თბილი და ცისფერი, ამ თვალებს სამყაროს უსასრულობამდე გამოვყვები, ღიმილი შევიყვარე შენი და სევდა ნისლისფერი, წვიმის წვეთების მუსიკას შენს სულში ამოვყევი. სული შემიყვარდა შენი, ბუმბერაზი და გულიანი, გული შემიყვარდა შენი, დაღარული და სულიანი, სუნთქვა შემიყვარდა შენი, ჩემს სულს აცდენილი, ოცნება შემიყვარდა შენი, სამყაროს გაცდენილი. შენს სავალ გზებს დავყვები ორეული, ჰორიზონტის იქით?... იქაც გამოგყვები. სიზმრებს შევიყვარებ შენსას, მ
შიშველი ქალი უთუოდ ნაკლებ საფრთხეს წარმოადგენს, ვიდრე ჩაცმული, მით უმეტეს მაშინ, თუ ისე ოსტატურადაა შემოსილი, რომ ყველაფერს, რასაც მალავს, იმავდროულად აშკარად აჩენს. (ბალზაკი)
ჩახუტება...ეს სულზე კოცნაა. ვერანაირი კავშირი ვერ შეცვლის ჩახუტებას, გულში ჩაკვრას, მოფერებას... ჩახუტება, ეს უხმო კივილია, გაუმხელელი გრძნობების, მონატრების, ემოციების...ჩახუტებისას საოცარი ძალა, ენერგია, ნუგეში და სითბო ერთიანად მოდის და ერთმანეთში ირევა. ჩახუტება, ეს გრძნობის ყველაზე ძლიერი გამხელაა და სიყვარულის აღიარება...
“იდგა ჩემი ნატვრის ხე.. იდგა საცოდავად ტოტებჩამოყრილი.. ქარი კი უბერავდა და ჩემს ყველა ნატვრას, ფერად-ფერადს, აქეთ-იქით აფრიალებდა.. ათასფერად გადაჭრელდა ხე.. მერე წამოწვიმა.. წვიმის წვეთებმა ჩამორეცხეს ცრემლიანი ოცნებები.. ზოგიც ქარმა გაფანტა შორს და თან გაატანა ჩემი გულის პატარა ნაწილი.. მივედი გაძარცვულ ხესთან.. საცოდავად შემომღიმა ნატვრის ხემ და დამნაშავესავით დახარა თავი.. ყველა ოცნებას გადავუსვი ხელი.. სიცივე ვიგრძენი.. მაინც არ გავიტეხე გული და ახალი, კიდევ ერთი ფერადი ნატვრა შევაბნიე ყველაზე ლამაზ ტოტს.. ამ დროს შევხედე და შევცბი.. ტიროდა ნატვრის ხე.. ამდენი ნატვრისაგან დამძიმებული წელში მოხრილიყო და დამნაშავესავით მიყურებდა სევდიანი თვალებით.. რამდენი აუსრულებელი ოცნება ეკიდა ზედ..
იღვიძებს კვირტი, დადგა ხარება, ღმერთს დიდება და ჩვენ _ გახარება. გილოცავთ ზეიმს, «უფალი მეფობს», ამას გვასწავლის, გვთხოვს სახარება. ნეტავ, ისეთი დრო მოგვემადლოს ყველგან მშვიდობის სუფევდეს ნება, და არა მხოლოდ ფუჭი სურვილით, მარტო რითმების ნაზი ზმანება. ზეციერო, გთხოვ, ავი გვაშორე, შიშით ძრწოლა და აკანკალება. შემოუბრუნე ქართველი კერას, გვეყო გაყოფა და გაცალება! სამამულე რქა გაგვიჩანაგდა, მამულს მიგდებულს, ეკალ-ნარებში სხვები გვართმევენ, აღარ დასრულდა, უცხო ტომელთა სრბოლა-თარეში. რა გვემართება, რად დავბეჩავდით, ცოდვა, ხომ ვერსად დაიფარება?! ღმერთო, გთხოვ, ძალა მოგვაკრებინე, ხარება დადგა, გვსურს გახარება.
მე არ მინდა მოვკლა ჩემში ის რაც შემოიტანე, ისე ძლიერ შეგეჩვიე ახლა ვეღარ ვიზამთრებ, ჩაწვა ნისლად სულის ფსკერზე იისფერი სიბლანტე. გადავცურე ოკიანე ნავში გამოვიზამთრე. მოვაღწიე ისევ ნაპირს, ნატვრით იქ რომ დამიხვდე, ცას ლაჟვარდი ჩამოვწურე პეშვით ჩამოგიტანე. ფიქრით ქოხის მბჟუტავ შუქზე, ნაკვერჩხლიან ღადარზე. ტუჩის ორთქლით თითებს გითბობ ოცნება მოგიტანე, ისევ ნაპირს მოვადექი, კარზე მოვაკაკუნე, ცისფერიან დიდრონ თვალებს ვიგრძნობ როგორც სინათლეს. და არმინდა მოვკლა ჩემში ამ შეხვედრის სიცხადე... ეჭვი ავად ამეკიდა დაფეთება ვისწავლე. ნავით ნაპირს მოვადექი, დამხვდი! - რადგან იცოდე! ცისფერიან დიდრონ თვალებს ვეძებ როგორც სინათლეს! (გ.მ.)
Показать ещё