338350764954

- Lekko Vardiashvili

შენ მაინც წახვედი დამტოვე მარტო ჩემი არ გჯეროდა მითხარი რატო? რა მოგაკელი სითბო თუ ალერსი მაინც დამიკიდე მაინც წახვედი ეგ არაფერი ცხოვრება გრძელდება თან შენს ოცნებებს ნელ-ნელა ედება კუხნის კარები უცებ გაიღო ეჰ ის სიყვარულიც ქვაბებმა წაიღი არა ნუღა ნანობ უკვე გვიანია ჩემი ცხოვრებაც უფრო მზიანია სხვა შევიყვარე უფრო ჭკვიანია ის ფაქტი რომ დამიკიდე უკვე მიხარია გახსოვს რა მითხარი? ცხოვრება ძნელია ბევრს ნუ ეწევი მავნებელია :))
338350764954

- Lekko Vardiashvili

მენატრება მე ის ბევრი წამი ვგიჟდებოდი გულს ღმერთივით წამდი მენატრება მე ის ბევრი ნატვრა ჩემი გრძნობის ათასფერში ხატვა მენატრება მე ის გული ფეთქვა ერთი სიტყვა მიყვარხარ რომ მეთქვა მენატრება მე ის გრძნობა სიტკბო ჩემს გულში რომ ინახავდი სითბოს მენატრება მე ის ბევრი ღამე შენ იყავი მხოლოდ ჩემი მთვარე მენატრება მე ის ერთი შეხება გარშემო რომ ყველაფერი ჩერდება მენატება ერთი გოგო მენატრება თუმცა ეს მას საერთოდ არ ედარდებ
338350764954

- Lekko Vardiashvili

მენატრები იცი მამი? იცი როგორ მაკლიხარ? შენი დაძახილი შვილო, იცი ჩემთვის რას ნიშნავს? გვერდში მყადე, ერთად ამ დღეს, ისე როგორც ადრე, ჩამიკარი გულში ისევ გთხოვ მითხარი რამე თითქოს გუშინ, თითქოს უწინ, თან წახვედი ადრე, ასე როგორ მიმატოვე გულს რატო მტკენ ასე, თვალს დავხუჭავ ვერ ვივიწყებ მე იმ კოშმარ ღამეს, თან ვყვირი და თან ვტირივარ გთხოვ! მითხარი რამე მახსოვს შენი ოცნებები, მახსოვს შენი ნატვრა შვილიშვილი გინდოდა სად წახვედი სად ხარ!? აგერ უკვე გავიზარდე, მეც მაქვს ჩემი ოცნება შენს საფლავზე მამი ხედავ? სულ ყველა ილოცება, მამი ხედავ? მამი მხედავ? გადმოგვხედე ყველას, ისევ შენზე ვოცნებობ და ვერსად გხედავ ვერა, მამი მიყვარს, მამი მინდა, მინდა ისევ გითხრა, მენატრები იცი მამი... ჩემთან იყო მინდა.
338350764954

- Lekko Vardiashvili

მომინდი ისევ ოცნება მართობს შენი სურნელი მე ისევ მათრობს წვიმა თუ მიყვარს გახსოვდეს კარგო სველი ტუჩები მხოლოდ შენ გნატრობს ისევ დაღამდა სიბნელე ჭარბობს მინდა სიზმარში ისევ შენ გნახო ისევ ვიცეკვებთ გრძნობებით ტანგოს ყვავილს გაჩუქებ ლამაზს და სათნოს რაღაცას გეტყვი თუ მოხვალ ახლოს მე შენ მიყვარხარ რამდენჯერ მითქვამს ნეტა თუ გახსოვს აი გათენდა მე რომ გაჩუქე ის სხივი გათბობს გთხოვ ხმამაღლა თქვი ეს გრძნობა შენთვის რაოდენ ფასობს მომინდი ისევ გრძნობები მათოვს ნუღა დამტოვებ ამჯერად მარტოს
338350764954

- Lekko Vardiashvili

საქართველოს შვილებო ლამაზებო ტკბილებო მე მინდა რომ ნოსტალგია ერთად გავიზიაროთ მოგონება ქართული მონატრება ჩართული ვახ როგორ მენატრება სუფრა ღვინო კახური განსხვავებულ სასმისით სადღეგრძელოს ვამბობდე გვერდში მყავდეთ ყველანი სამშობლოს რომ ვათბობდე ყველას ჩვენი კუთხე გვაქვს ჩვენი სოფლის ლაზათი მოდით ერთად დავლოცოთ რთველიც, ყურძნის ბადაგიც მამა-პაპურ მიწაზე სადაც მათი ძვლებია წინაპართა გადმონაშთი ეს ხომ ჩვენი ერია საქართველოს გმირები მათ ხომ თავი გაწირეს ჩვენ რომ პირჯვარს ვიწერდით მათ სამშობლო დაიცვეს რაა ვითომ საქართველო დედამიწა დიდია მაგრამ ჩვენი ისტორია საუკუნის მითია დღეს თუ ერთი მუჭა ვარ ხვალ ვიქნები სამასი სამჯერ პირჯვარს გადავიწერ და ვიქნები მართალი ღვთის მშობელო მარიამ ერთი მინდა შეგთხოვო
338350764954

- Lekko Vardiashvili

პირველად რომ დაგინახე, მახსოვს როგორ გიყურებდი, სკოლის ბედნიერი წლები მე რომ შენზე ვგიჟდებოდი მახსოვს შეყვარებულები, წვიმაში რომ დავრბოდით, პირველად რომ გაკოცე, რა ვიგრძენი? გავვოცდი, მახსოვს შენი ტკბილი მზერა, გეგმებს როგორ ვაწყობდით, თბილი სახლი, თბილი კერა მომავალში გავრბოდით მახსოვს შენი ჩახუტება, ამ გულს როგორ ათბობდი, შენ მინდოდი შენ მახსოვდი, მხოლოდ შენ ერთს გნატრობდი, მახსოვს თბილი ღამეები, არაფერზე ვდარდობდით, ერთმანეთთან ყოფნის დროს, სულ ყველაფერს ვაქრობდით, თუმცა რაღაც შეიცვალა... რაღაც ისე ვერ იყო, ვხვდებოდი რომ დაშორება გარდაუვალი იყო ჩვენ ერთმანეთს გავეყარეთ, ჩვენ ერთმანეთს გავშორდით, რა არ ვცადე ვისთან და სულ ტყუილად ვამბობდი, დავივიწყე არ მიყვარს, აღარ ვფიქრობ არ მინდა თურმე
ცხოვრებას ვეღარ ვებრძვი, გულიანად ვეღარ ვმღერი, გრძნობები დავიკიდე, სასმელში ჩავიძირე, ყოველდღე გაბრუებულს ცხოვრება დაემსგავსა ზღვას ოღონდ ამღვრეულს, არ ვიცი რა მჭირს, რა მემართება, ამ გულს ვეღარ ვხვდები რა ედარდება, რაღაც შევიცვალე , ჩემს თავს აღარ ვგავარ, ის უდარდელი ბიჭი ვხვდები უკვე აღარა ვარ, თვალს ცრემლი ეფარება, ბუნდოვნად მოჩანს მე იქ მივდივარ სიკვდილი მეპარება, მაგრამ რას ვიზავ ნებაა მისი, ხიდს იქით გავდივარ, მელიან ვიცი !
იცი რას ნიშნავს ეს გრძნობა ჩემთვის? შენზე ოცნება მატულობს ჩემში, როცა გიხილე მაშინ ვთქვი ერთი, ჩემი გახდები ვიბრძოლებ შენთვის, და რაც დრო გადის ერთ რამეს ვხვდები, ბედმა გვარგუნა ეს გრძნობა წრფელი, შენი ალერსი ღიმილი შენი, მუდამ ჩემშია მშურს მგონი ჩემი, ლექსად აგიხსნი ბევრ რამეს გეტყვი, ლამაზ ოცნებას დავხატავ ჩვენთვის, სიტყვებს მოგიძღვნი ხმამაღლა გეტყვი, მე შენ მიყვარხარ მჭირდები გესმის?
338350764954

- Lekko Vardiashvili

მინდა ფიქრში დავიკარგო, არავიზე არ ვიდარდო, დღე და ღამე ავირიო, ეს გრძნობები დავივიწყო, უშენობას მივეჩვიო, მინდა ცრემლი შევიმშრალო, სისუსტე რომ არ შევიტყო, მინდა მთვარეს მივესალმო, ვარსკვლავებში ვისეირნო.
338350764954

- Lekko Vardiashvili

უშენობით გავლილი, ყოველი დღე ბნელია, მარტოობის დღეები, უსასრულოდ გრძელია, ამ გულში კი ეს სიცივე, მარტო შენი ძღვენია, შენი ფუჭი სიტყვები, ჩემნაირებს ელიან, ღია გულში შეღწევა, მათთვის არაფერია, ჩემი წრფელი გრძნობა კი... შენთვის ერთი ღერია, მალბოროა თუ კენტია, შენთვის სულ ერთია, მოუკიდებ გადააგდებ, სანაგვეში ვერ ჩააგდებ, მოვალ მოგიბრუნდები და იცი მე რას დაგანახებ... მართლა შენ რა გეგონა ?! დეპრესია მელოდა, ღამე შენზე ვიფიქრებდი, დღე კი ჩემს გულს ვიგლოვებდი ? არა !!! იმ გულს ქვა დავადე, მარტოობაც გადავაგდე, ერთხელ კიდევ დავფიქრდი და... ეხლა უკვე მე დაგადე !!!
Показать ещё