რა აღარ ვეცადე შენ დასავიწყებლად, გული კი ჯიუტად შენ სახელს მიხსენებს, სულს მონატრებიხარ, მშველელი სჭირდება, თვალებს კი მდუღარე ცრემლები მისველებს. მიყვარდი და ახლაც გეტყვი, რომ მიყვარხარ, მე შენი გრძნობების მორჩილი ვიყავი, მთვარიან ღამეში აჩრდილად მდევდი და ჩემი კი არასდროს, არასდროს იყავი. იმ ნაცნობ ქუჩაზე მარტოდ რომ ჩაივლი, იქ, სადაც მე და შენ წარსული დავტოვეთ, გულს მწარე ფიქრებად სევდა რომ გაგივლის, მიხვდები ჩემ გულში რა ცრემლი დატოვე. შენ გამათამამე, ნუ გამიბრაზდები, ქალი ვარ, სიყვარულს ვერ დავემალები, ნუ გჯერა ქუჩაში ლამაზი თვალების, ჩემსავით არავის არ შეუყვარდები. დღეიდან დაგარქვი "ლამაზი წარსული", რამდენჯერ მახსენებ, რამდენჯერ მინატრებ, თუმც სიყვარული ხარ ჩემიდან წასული, შენთან დ
წვიმის მუსიკა, თუ როდესმე მოგისმენია, თუ წაგიკითხავს, ყვავილების თვალებში დარდი, თუ კი ოდესმე შეხებიხარ უსასრულობას და დაგიკრიფავს, ეკლიანი, მაისის ვარდი, ერთხელ მაინც, თუ გიფიქრია, გულს რომ გიხსნიდი, მე ვკეკლუცობდი თუ, უბრალოდ, მართლა მიყვარდი, დაფიქრებულხარ, რას ვეძებდი მე შენს თვალებში? ან ბედნიერი, ცის ვარსკვლავებს ვისთვის ვკრიფავდი? გადაქანცულ გულს, მოლოდინით, რატომ ვღლიდი და ან შენს სიჩუმეს, ცრემლიანი, რატომ ვიტანდი? სიყვარულისთვის არ არსებობს დროის სიმცირე, უბრალოდ მსურდა, მომესმინა როგორ გიყვარდი, სიჩუმედქმნილი სიყვარული მე არ მჭირდება, მალევე მივხვდი, რომ ასეთი, სულ არ მხიბლავდი, შენი არ ვიცი, რას ფიქრობდი ჩემზე, ოდესღაც, მე კი თამამად მინდა გითხრა, მე შენ მიყვარდი
გულო გთხოვ, არ მიღალატო,არ მაგრძნობინო ტკივილი,შენ კარგად იცი ჩემი ზნე,არ მიყვარს ბედზე ჩივილი.შენ იყავ ჩემი ერთგული,გესმოდა ჩემი წუხილი,დარდიც რამდენჯერ გვწვევია,მოსულა ღამის მწუხრივით.მაგრამ არასდროს არ მახსოვს,შენგან არცერთი ღალატი,შენვე მასწავლე სიკეთის,ქმნა, არა ძალისძალათი.ახლა როდესაც ცხოვრებამ,თმებზე ჭაღარა დამთოვა,ასაკიც სადღაც გამექცა და შენს იმედად დამტოვა.ამ მუხთალ წუთისოფელში,მხოლოდ შენი მაქვს იმედი,აქამდე ხომ შენ მაცოცხლე,აwic მაცადე მცირედი
თუ სიყვარული დაგტოვებს, არ გაეკიდო, რადგან არ ყვარებიხარ ისე, როგორც იმსახურებდი... უერთგულე იმას, ვინც მართლა ერთგულების ღირსია და არა იმას, ვინც გეფიცება... დაეხმარე იმას, ვისაც მართლა დახმარება სჭირდება და არა იმას, ვინც მოითხოვს, რომ დაეხმარო... რთულ და გადამწყვეტ მომენტში ცივი გონებით განსაჯე, რადგან მრისხანებამ შეიძლება გამოუსწორებელი შეცდომა ჩაგადენინოს... დაიჯერე ის რასაც შენი თვალით ნახავ და არა ის, რაც უნდათ რომ დაიჯერო... დააფასე ის, რაც გაქვს დღეს, რადგან არავინ იცის რა იქნება ხვალ... არ ეკამათო იმას, ვისაც შენი არ ესმის, რადგან ჭეშმარიტება კამათში არ იბადება... არასოდეს არ თქვა რომ უფალი შენთან არაა, არამედ ილოცე, რომ ის სულ შენთან იყოს! და ბოლოს - თუ ყველაფერს ამას შეძლებ - ჩათ
შენი მონატრება გამიბევრდა ძილის საათები შემცირდა. სხვისი მოფერება გამიძნელდა, გუშინ სხვის თვალებში შემცივდა. კარგი თვისებები გაგიბევრდა, რამე ნაკლი თუ გაქვს არც მახსოვს. დღეებს საათები მოემატა, მგონი დაავიწყდა წასვლა დროს. შენთან ყველაფერი ადვილია, შენში ყველაფერი ჩემია. მიყვარდე ისე მარტივია, გიყვარდე ასეთი ძნელია? სული ქარზე უფრო შეშლილია ვფიქრობ–გრძნობა ხარ თუ სიგიჟე? შენი გაბევრების მეშინია, შენი სულის მომკლავს სიშიშვლე. სახელდრქმეული ოცნება ხარ, სიცხით გათანგულის წყურვილი. ჩემი სიყვარულის ლოცვა ხარ და ჩემი არსებობის სურვილი. გულის ფეთქვასავით განგიცდი და მაინც ვერ დაგარქვი ვინა ხარ. ცოდვაშენდობილის შვება ხარ და მზის ამოსვლასავით მიყვარხარ
https://www.youtube.com/watch?v=4yfa-73TRDM ინტერნეტ სივრეცეში ვრცელდება ეს ვიდეო რომელიც საკმაოდ პოპულარული და ხალხისთვის საინტერესო გახდა,რაც შეიძლება ბევრმა უნდა ნახოს გაიზიაროს და დაალაიქოს რომ ყველამ ნახოს
მომეცი ძვირფასო შენი თბილი ხელი, წლებმა რომ ლამაზად დააატყო იარა, მინდა რომ დღეს შენი სითბოთი ავენთო მაგრად ჩაგეხუტო,ნელა კი არა. გახსოვს?როგორ ვთვლიდი მუქ ცაზე ვარსკვლავებს, თითოს მათი კრეფა ზეციდან გეწადა, გახსოვს მპირდებოდი ლამაზ ცისარტყელებს მათი შეგროვება კიდევ რომ გეცადა? რამდენი ცისმარე დღე ერთად ვაღამეთ რამდენჯერ უკუნიც ფიქრებში გათენდა. შენზე მონატრებით ვიშლიდი დალალებს, ხედავ?დამიზამთრდა და უკვე გათეთრდა. მომეცი ძვირფასო შენი თბილი ხელი, ჩემს ხელის გულებით მინდა რომ შევეხო, მერე გულის ფეთქვას უჩუმრად დავითვლი. მერე? შენს შავ თვალებს ერთხელაც შევხედო. წლები გაგვეპარა ქარზე უსწრაფესად, უმალ წაიყოლა რაც რომ რამ გვებადა. შენი სიყვარული მას არ გავატანე, სულის სიხალისედ ,ეს შენგან მებადა
თურმე სიყვარული სასჯელიც ყოფილა, ნურაფერს ნუ მეტყვი, მე უკვე მივდივარ... შეყვარებულის როლს ნუღარ ითამაშებ, ნუ მეტყვი, რომ ისევ გიყვარვარ, გინდივარ. არადა მჯეროდა ცასაც შევწვდებოდი... ეგ მხრები მეგონა მეფარა ფარადა, თურმე მაგ ხელებით სხვას ეფერებოდი, მე კი მარტო ჩემი მეგონე...არადა რა მწარე ყოფლა სიმართლე,თუმცაღა ამდენი თამაშიც მოგწყინდა ეტყობა, მე კი ვერ მოვირგე ღიმილის ნიღაბი, მივდივარ... უფალთან ითხოვე შენდობა. ჩვენს შორის აღმართულ დუმილის კედელზე, ცრემლებად ნაწერი ლექსები მოწვეთავს, რა ახლოს მეგონე...როგორ დამიშორდი, მშვიდობით, ორივეს უფალი მოგვხედავს. ყველა გზა იქ მიდის, იქ, უფლის ტაძრამდე, ეჰ, ჩვენი ცხოვრება თურმე რა რთულია, რა ძნელი ყოფილა გიყვარდეს, კარგავდე, ხან თურმე სასჯელი თვით ს
Показать ещё