ფრანგული პური საუზმისთვის 1 ჭიქა ცხელი წყალი (დაახლ. 45°C) 1 ჩ/კ მშრალი, აქტიური საფუარი 1⁄2ჩ/კ თაფლი 21⁄4ჭიქა ფქვილი 1 ჩ/კ ზღვის მარილი 1 მიქსერს მოარგეთ ცომის მოსაზელი კაუჭი და ერთმანეთში აურიეთ წყალი, საფუარი და თაფლი. გააჩერეთ 8 წუთის მანძილზე, სანამ საფუარი აქაფდება. ჩაამატეთ ფქვილი და მარილი, მიქსერი დააყენეთ საშუალო სიმძლავრეზე და ზილეთ 8-10 წუთის მანძილზე ან სანამ ცომი არ გახდება გლუვი. 2 მოათავსეთ ცომი კარაქწასმულ ჯამში, გადააფარეთ დანამული ტილო ან პოლიეთილენის ცელოფანი და გააჩერეთ 45 წუთის მანძილზე, ასაფუებლად. ჩაზილეთ ცომი: ოთხივე მხარე მოუკეცეთ ისე, რომ მიიღოთ ოთხკუთხედი და ისევ გადააფარეთ. აცალეთ რომ ამოვიდეს მომდევნო 45 წუთის მანძილზე და ისევ ჩაზილეთ. დააფარეთ ცომს და
ალუბლის ღვეზელი 600 გრამი ტკბილი ალუბალი 2 ს/კ გამდნარი კარაქი 4 ცალი კვერცხი 1 ჭიქა რძე 3⁄4ჭიქა ფქვილი 1⁄4ს/კ მარილი 1⁄2ჭიქა შაქარი 1⁄2ს/კ ნუშის ექსტრაქტი 1⁄2ს/კ ვანილის ექსტრაქტი შაქრის პუდრა 1 წინასწარ გააცხელეთ ღუმელი 180°C-ზე. წაუსვით კარაქი 26 სმ. სიგანის მრგვალ საცხობ ლანგარს და მოაპნიეთ დაახლოებით 2 სუფრის კოვზი შაქრის პუდრა. 2 ჩააწყვეთ ლანგარში ყუნწგაცლილი და უკურკო ალუბლები ერთ ფენად და ცომის მომზადებამდე გადადეთ. 3 გათქვიფეთ კვერცხი დარჩენილ შაქართან და მარილთან ერთად, შეურიეთ ფქვილი, დაამატეთ რძე, ვანილის და ნუშის ექსტრაქტები და თქვიფეთ კარგად შერევამდე. ბოლოს დაამატეთ გამდნარი კარაქი და მოურიეთ. მიღებული მასა ძალიან ჰგავს ბლინების გასაკეთებელ მასას. 4 დაასხით ეს ნ
ჟულიენი სოკოთი და ქათმით 200 გრამი ქათმის ფილე 200 გრამი სოკო 3 ს/კ არაჟანი 6 ს/კ გახეხილი ყველი ლიმონის წვენი მარილი და პილპილი გემოვნებით 1 წინასწარ გააცხელეთ ღუმელი 180 C-ზე. 2 ქათმის ფილე და სოკო მოხარშეთ, დაჭერით და ერთმანეთში აურიეთ. 3 დაუმატეთ არაჟანი, მოასხურეთ ლიმონის წვენი. შეაზავეთ მარილითა და პილპილით. 4 მიღებული მასა გადაიტანეთ საშუალო ზომის სპეციალურ ცეცხლგამძლე ჭურჭელში ან კეცზე, მოაყარეთ გახეხილი ყველი და აცხვეთ ღუმელში 10–15 წუთით
იტალიური სალათა 300 გრამი ლორი 2 ცალი პომიდორი 2 ცალი ბულგარული წიწაკა 400 გრამი მაკარონი 300 გრამი დაკონსერვებული სიმინდი 200 გრამი ყველი მაიონეზი გემოვნებით და სურვილისამებრ 1 მოხარშეთ მაკარონი მარილიან წყალში (უმჯობესია გამოიყენოთ ხვეული ან სპირალის ფორმის იტალიური მაკარონი). გადაწურეთ წყალი დადგით მაკარონი გასაგრილებლად. 2 2 ცალი პომიდორი(ან 4 ცალი პომიდორი ჩერი) და ბულგარული წიწაკა დაჭერით კუბიკებად; ლორი დაჭერით თხელ ფირფიტებად; გახეხეთ ყველი მსხვილ სახეხზე. 3 შეურიეთ ყველა ინგრედიენტი ერთმანეთს, სურვილისამებრ მაიონეზიც.
პონჩიკი 1⁄2ჭიქა ფქვილი 11⁄2ჩ/კ გამაფხვიერებელი 1⁄4ჩ/კ მარილი 1 ცალი დიდი კვერცხი 4 ს/კ შაქარი 1⁄2ჩ/კ ვანილის ექსტრაქტი 2 ჭიქა ხაჭო მცენარეული ზეთი შაქრის პუდრა 1 პატარა თასში აურიეთ ფქვილი, გამაფხვიერებელი და მარილი. 2 საშუალო თასში მიქსერით კვერცხი 20 წუთით თქვიფეთ, შემდეგ დაუმატეთ შაქარი და ვანილი და თქვიფეთ 1 წუთით. დაუმატეთ ხაჭო და თქვიფეთ კარგად შერევამდე, დაახლოებით 20 წუთით. კოვზით კარგად შეურიეთ ფქვილის ნაზავი. ცომი სქელი და წებოვანი იქნება. 3 საშუალო ქვაბში საშუალო ტემპერატურაზე ზეთი 4 სმ სიმაღლეზე ჩაასხით. როცა ზეთი 185 C-ზე გაცხელდება, კოვზის დახმარებით ცომის პატარ–პატარა გუნდები გააკეთეთ და ცხელ ზეთში ჩააგდეთ. ბურთები სათითაოდ მოათავსეთ ზეთში და წვით საშუალო ტემპერატურა
მანდარინის წვენი მანდარინის წვენი დიეტურ და სამკურნალო სასმელად მიიჩევა. მაღალი ტემპერატურის დროს ამარცხებს გამუდმებული წყურვილის შეგრძნებას. ფილტვების გასასუფთავებლად რეკომენდირებულია ყოველ დილას ერთი ჭიქა მანადრინის წვენი მიირთვათ. მანდარინში და შესაბამისად, მის წვენში შემავალი ეთერზეთები აუმჯობესებს გუნება-განწყობას და გვეხმარება დეპრესიის დამარცხებაში. ფინიკი ყველა საჭირო ნივთიერება ერთ პროდუქტში, ეს "უდაბნოს პურად“ აღიარებული - ფინიკი, იგივე ინდის ხურმაა. მეცნიერები მიიჩნევენ, რომ ის ჯანმრთელობისთვის შეუცვლელი და ძალიან სასარგებლო საკვებია. ფინიკში შედის 23 სხვადასხვა ამინომჟავა, რომელიც არცერთ სხვა ხილში არ გვხდება. ეს მაღალკალორიული პროდუქტი განსაკუთრებით სასარგებლოა ან
შემწვარი ბანანი ნაყინით 55 გრამი კარაქი 2⁄3ჭიქა ყავისფერი შაქარი 31/2    ს/კ (50მლ) რომი 1⁄2ჩ/კ ვანილის ექსტრაქტი 1⁄2ჩ/კ დაფქული დარიჩინი 3  ცალი ბანანი 1⁄4ჭიქა დაქუცმაცებული ნიგოზი 265 გრამი ვანილის ნაყინი 1 გაფცქვენით ბანანები, გაჭერით სიგრძეზე და შემდეგ სიგანეზე, შუაში. 2 დიდი ზომის ტაფა დადგით საშუალო ცეცხლზე და გაადნეთ კარაქი. შემდეგ მოათავსეთ მასში ყავისფერი შაქარი, მოასხით რომი და ვანილის ექსტრაქტი. ჩაუმატეთ დარიჩინიც და მოურიეთ. დაელოდეთ, სანამ ეს მასა ბუშტებს არ გაიკეთებს. 3 მოათავსეთ ბანანები ტაფაში და მოაყარეთ ნიგოზი. აცხვეთ თითოეული მხრიდან 1-2 წუთის განმავლობაში. ამასობაში გადაანაწილეთ ნაყინი ოთხ ცალ ფიალაში. შემდეგ თითოეულში ჩაამატეთ სამ-სამი მომზადებული ბანანი და მოას
samzareulo

♀კულინარია-Cuisine☺

Изменена обложка группы

მარწყვის სორბეტი 2 ჭიქა წყალი 1 ჭიქა შაქარი 700 გრამი გარჩეული მარწყვი 1⁄3ჭიქა ფორთოხლის წვენი 1⁄3ჭიქა ლიმონის წვენი 1 მაღალ ტემპერატურაზე საშუალო ქვაბში მოათავსეთ წყალი და შაქარი. ურიეთ შაქრის გალღობამდე, დაახლოებით 5 წუთით. 2 მარწყვი სამზარეულოს კომბაინში ერთგვაროვანი პიურეს მიღებამდე თქვიფეთ. მარწყვის პიურე, ახლად გამოწურული ფორთოხლისა და ლიმონის წვენი შაქრის სიროფს დაუმატეთ. ურიეთ კარგად შერევამდე. დააფარეთ და გასაცივებლად შედგით მაცივარში, დაახლოებით 2 საათით. 3 სორბეტი დაბალ კონტეინერში გადაიტანეთ და გაყინეთ, დაახლოებით 6 საათით. სანამ გამყარდება, მოურიეთ ყოველ ერთ საათში. გემრიელად მიირთვით!
Показать ещё