მოგესალმებით ძვირფასო ჯგუფის წევრებო..ადმინისტრაცია უზრუნველყოფს ,ნებისმიერი ჯგუფის წევრის პირადი აზრის დაფიქსირების საშუალებას და თავისუფლებას..მხოლოდ ზრდილობის ნორმების დაცვის გათვალისწინებით.ჯგუფის უმთავრესი მოთხოვნაა,დაიცვათ წესრიგი და პატივისცემით მოეპყრათ ერთმანეთს.წინააღმდეგ შემთხვევაში ადმინისტრაცია იძულებული იქნება მიიღოს გადამჭრელი ზომები და დაგატოვებინოთ ჯგუფი.. ...მშვიდობიან და სასიამოვნო თანაარსებობას გისურვებთ :)
"ის, რომ ჩვენ ვერასდროს ვიზრდებით, ეს უბრალოდ ზრდის პრობლემაა. ეს პრობლემა იმისდა მიხედვით აშკარავდება, ვბრაზდებით სამყაროზე თუ არა. ბავშვის სამყაროა ასეთი. ბავშვი ხომ სამყაროს თავისებურად აღიქვამს: სამყარო მას ეფერება ან აბრაზებს. როგორები არიან ზრდასრულები? გაიხედეთ გარშემო და დააკვირდით საზოგადოებას. ის სავსეა ასე ვთქვათ ბავშვობაში გაჭედილი ზრდასრულებით. მათ თავი სამყაროს ცენტრში წარმოუდგენიათ და დღენიადაგ ეჭვიანობენ, რომ ეს სამყროში ხდება ყველაფერი მათ საწინაააღმდეგოდ და არა თავად მათში. ზრდასრულობა რაში გამოიხატება? ამაზე თავის დროზე ერთმა ინგლისელმა ფილოსოფოსმა თქვა: “ზრდასრული ხარ, როცა იცი, რომ სამყაროს არ გააჩნია შენს მიმართ განზრახვები”, ეს უკვე ზრდასრულის აღქმაა." მერაბ მამარდაშ
„იყავი,როგორც კლდოვანი კონცხი,რომელსაც ღრიალით აწყდებიან ტალღები,ის კი მშვიდად დგას და მის გარშემო თანდათან ცხრება ბობოქარი წყლის მძვინვარება.შეაგონე შენსავე თავს:“ეს შემთხვევა კი არ არის ჩემი უბედურების წყარო,პირიქით,მისი ღირსეული დათმენის უნარია ბედნიერება.“ მარკუს ავრელიუსი საკუთარი თავის ფლობას და სულიერ სიმშვიდეს გისურვებთ ჩემებო..დღე მშვიდობისაა <3
"...როგორც ჩანს, ერთი მძიმე ავადმყოფობა ყველა ადამიანმა უნდა გადაიტანოს ცხოვრებაში, რომ მთელს თავის განვლილ ცხოვრებას ანალიზი გაუკეთოს და მის მიერ განვლილი გზა ხელმეორედ გაიაროს. უკვე დადინჯებული გონებით... (მარადისობის) კანონის არსი იმაში მდგომარეობს, რომ... ადამიანის სული, გაცილებით უფრო მძიმეა, ვიდრე სხეული, იმდენად მძიმე, რომ ერთ ადამიანს მისი ტარება არ შეუძლია, ამიტომ, ვიდრე ცოცხლები ვართ, ერთმანეთს ხელი უნდა შევაშველოთ და ვეცადოთ, როგორმე უკვდავყოთ ერთმანეთის სული; თქვენ ჩემი, მე სხვისი, სხვამ სხვისი და ასე დაუსაბამოდ, რამეთუ იმ სხვისი გარდაცვალების შემდეგ არ დავობლდეთ და მარტონი არ დავრჩეთ ამ ქვეყანაზე..." ნოდარ დუმბაძე - "მარადისობის კანონი"
რომში "კალენდებს" თვის პირველ დღეებს უწოდებდნენ.რომის იმპერატორ ავგუსტუსს ,როდესაც მევალეები ვალს სთხოვდნენ პასუხობდა,რომ დავალიანებას "ბერძნულ კალენდებამდე"გადაიხდიდა. კითხვა- რას გულისხმობდა ავგუსტუსი ამ გამონათქვამში? პ.ს კითხვა ძველი თემიდანაა აბა თქვენი იმედი მაქვს 😉
  ყოველი დღე ახალი სიცოცხლეა, ახალი დილა ცხოვრების ახალი ფურცელია, უნდა ვეცადოთ, რომ თითოეული დღე საინტერესო და აზრით დატვირთული იყოს. სინათლითა და მზით გამთბარი, რეალური ცხოვრებით, სიყვარულით  და ემოციით სავსე. არც ბევრი ფილოსოფოსობაა საჭირო რაღაც რომ შექმნა, უბრალოდ დრო არ უნდა დავკარგოთ და თითოეული წუთის დაფასება ვისწავლოთ.   ხვალ შეიძლება აღარც შეგვეძლოს, აღარც გვინდოდეს, აღარც გვეცალოს. უბრალოდ აღარც იყოს…….. დრო ძალიან ფაქიზი და მოსაფრთხილებელია. დრო და ჯანმრთელობა… მარტოობისას არ უნდა დავუშვათ გული და გონება მოდუნდეს. არამედ დავფიქრდეთ რა გვიხარია,რისი კეთება შექმნა გვსურს,რა მოგვწონს და გვიყვარს. რატომ ვართ აქამდე ისევ აქ და საით უნდა წავიდეთ.  რას დავტოვებთ როცა წავალთ.. ვინ არის ჩვ
ერთი აღმოსავლური იგავის თანახმად, ერთი მეფე შევიდა თავის ულამაზეს ბაღში და დაინახა, რომ ყველა ხე, ბუჩქი თუ ყვავილი ხმებოდა. გაოცდა მეფე და შეეკითხა მცენარეებს, თუ რა აწუხებდათ მათ. მუხა იმიტომ კვდებოდა, რომ არ შეეძლო ფიჭვივით მაღალი ყოფილიყო. ფიჭვი იმიტომ, ხმებოდა, რომ მეფისთვის ვაზივით ყურძნის მიცემა არ შეეძლო, ხოლო ვაზი იმიტომ იკლავდა თავს, რომ ვარდივით ლამაზი არ იყო. ბოლოს და ბოლოს, მეფემ ბაღში მიაგნო ერთ ნედლ, აყვავებულ მცენარეს, რომელიც ცოცხალი იყო და მისი ყვავილების სურნელი მთელ ბაღს ეფინებოდა. მცენარემ მეფეს უთხრა: ”მე ვთვლი, რომ ყველაზე გონივრულია ვიყო ის, ვინც ვარ. განა შენ იმისთვის არ დამრგე, რომ სიხარული მომენიჭებინა შენთვის?! შენ რომ ჩემს ადგილზე გდომებოდა მუხა, ფიჭვი ან ვაზი,
"თუ ცხოვრების მთავარი აზრი არა ღირსება და სინდისი, არამედ განვლილი და გასავლელი დღეების რაოდენობაა, მაშინ რა აზრი აქვს როდის მოკვდები?" ჯორჯ ორუელი - ცხოველების ფერმა სინდისიერ,სიკეთით გასხივოსნებულ დღეს გისურვებთ ჩემო ძვირფასებო <3
''ერთი გახსოვდეს... გახსოვდეს ყველგან და ყოველ ჟამს... სადაც არ უნდა იყო, როგორც უნდა იყო... უბრალო დღიური ლუკმის მუშად რო დარჩე, თუ შეიქნე მბრძანებელი მბრძანებელთა ზედა, - ნუ დაივიწყებ, რომ კაცი ხარ და შენს გარს მყოფნიც შენისთანა კაცები არიან!'' ალექსანდრე ყაზბეგი - მოძღვარი
Показать ещё