ჰოიდა ნანა,ოჰოი ნანა, ქედა შუახევ ხულოიდანა, დედო დვრინით დამემღერა, დიდგოროზი მთებითანა, მთები!- ვისთვის თვალსეირი, ვისთვის ჯავრი შიგნიდანა, თეთრ პერანგებს ხრამში ყრიდნენ, ლურჯს იცვამდნენ თანდათანა, კლდის კატარში მზე ყვაოდა,კლდის ბორჯღალზე ბენჩქვი ყანა, გვანცა ლოცვებს ვაზის სული, გორით- გორზე გადეყვანა, ვარჯანისთან, ნაჯვარისთან,დაჯვარული მთები წვანან, მთებში ჩუმად დაქვითინებს, ჩემი დიდი ნენეს ნანა, დერდებს გულში ვიბექსნიდი, აჭარელი ვიყავ განა, ჰოიდა ნანა, ოჰოი ნანა,ხარისტყავის გუდა თანა,შიგ ჭიკჭიკით მოჭუჭკული, ამ სირთების სევდა თანა, მიმღერია ღვინიანზე, მიტირია კიდეც განა,როცა ჩემი ზღველთი ზვარე,ზვავის ნაძოვს დაემგვანა,როს სხალთაში სხალთიხატებს,უსაპნავდნენ ყელში კანაფს, ჯვარიქედზე ჯამეს დგამდნენ,ვარდიქედზე ეკლის კარგავს, ეივახ! ამის შემხედვარე, ნამსხვანიდან გავალ განა,მთებს ტყეები ბანალივით აბურძგლოდა უბიდანა, ღელე- ღურდან დავეძებდი,კანკალებდა ხელში დანა, გამჩენელო,სხვა რა მექნა, აჭარელი ვიყავი განა, ჰოიდა ნანა, ოჰოი ნანა,ქოჩახელას ქერჩხი განა, უსულ- უსულ, ლოცვა- ლოცვით,ქარმა ნისლებს გაატანა, ფიჩხიფუტან გამჭვარტლული ერთს ვცეკვობდი განდაგანა, თვარა ისე დუშმნის თვალებს მიბჯგენილი ვიყავი მარად, მიბჯგენილი ვით ამ მთებზე ლოდიძირის ძვლების ძალა, მიბჯგენილი ვით ჯარგვალზე, გაჯანდრული დედეს ნანა,ჟამმა ბევრი მაბოჯირა, მომბეჟა და მავალალა,მომთიკრა და მამუმნათა,დამინდო და დამავალა, სისხლში სისხლი!მხოლოდ სისხლი!აჭარელი ვიყავი განა, ჰოიდა ნანა, ოჰოი ნანა, თეთრათები ვთიბე განა, ხამიყელზე ხაოხერი,ბალახები შემრჩა თანა,მთაპერანგა გადავმუხლე, გზაბაწარამ დამახანა,ხინოს თავში თაფლი ვხილე,ჩოლოქის პირას ვმარგლე ყანა,ჩოლოქს გაღმა გოგო იდგა,გულგუნდა და თვალმარყვალა,ღმერთმა რაფერ გადმომხედა, ღმერთმა რაფერ გამახარა,- გოვ! კისერში ჩეგეფურჩქნე ჩემებურა ვკადრე მარა, გოგო რაცხამ დააფეთა,გოგო ვინცხამ გადამალა, თოხი ტარზე დაყუდებულს ცამ სიცილი დამაყარა, შიგნი- შიგნი ჩევიფუფქე, აჭარელი ვიყავ განა,ჰოიდა ნანა, ნანოვ ნანა, ვერ წამიხვალ განდაგანა, ეგ ლიზღობა ეგ ლირწობა, კმარა -მეთქი,უკვე კმარა! ჩემი სისხლი სიყვარულით, ო, რა ხანი არ დამთვრალა,მეყო!მტევნის წებო წვენში ჩემი სულის ორთქლი დგანა,ყელზე შემომეფართქალა, ვაზის ლერწი ლოფორთქანა, სიზმარ- სიზმარ მიბრუნდება, შატბერდი და შორი ბანა,იქ სანთლები ჩემი სისხო, ჯერეთ კიდევ არ ჩამქრალან, მეყო ჟამმა ჟანგნაფლეთმა, რაც დამფლა და რაც დამგმანა, ჰოიდა ნანა, ოჰოი ნანა,წარბგახსნილი დავალ განა, საქართველოვ ჩემო დედავ, ჩემი სუნთქვა გენაცვალა,ჩემი ყველა მქუხარება, მწუხარებაც გენაცვალა,შენი სიტყვის სიცოცხლისათვის,ხიხაძირში კიდევ ვდგავარ, შენი ჭერის სიმაღლისთვის, მარადიდში ვრანდავ ყავარს,შენი რჯულის საჯილდაოდ, სხალთას ვრეკავ ზარებს მთავარს, ერთ ძირ ვენახს სულ გირგავდი, კვლავ დაგირეკავ დღეს და ხვალაც! იდიდგულე რომ ამფერი აჭარელი გყავდა განა!!!
    5 комментариев
    128 классов
    😢 😢 😢
    9 комментариев
    734 класса
    9 комментариев
    104 класса
    3 комментария
    190 классов
    3 комментария
    105 классов
    😂 😂 😂 😂 😂 😂 😂 😂
    16 комментариев
    112 классов
    5 комментариев
    86 классов
    3 комментария
    77 классов
    5 комментариев
    102 класса
    1 комментарий
    130 классов