სასაცილო დაბნეულობა ჯორჯიის შტატში
ჯორჯიის შტატის (აშშ) გუბერნატორმა ბრაიან კემპმა ვეტო დაადო ჯორჯიის სენატის მიერ მიღებულ და მისთვის ხელმოსაწერად გადაგზავნილ კანონპროექტს „უცხოელი პრინციპალების აგენტების“ შესახებ.
გასაგებად რომ ვთქვათ, ეს იგივე FARA-ა, ოღონდ შტატების დონეზე, და ასევე იგივეა, რაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონი“, რომელიც საქართველომ − ინგლისურად „ჯორჯიამ − მიიღო.
გუბერნატორმა ეს ვეტო კანონპროექტს ძალიან სასაცილო და აბსურდული მიზეზით დაადო. ახლა, რა იყო საქმე: მაშინ, როცა ბრაიან კემპს კანონპროექტი ხელმოსაწერად გადაეგზავნა, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა გაავრცელა ოფიციალური განცხადება, რომელიც ჯორჯიაში (ანუ საქართველოში) „კრემლის მიერ შთაგონებულ“ იგივე სახის კანონპროექტს აკრიტიკებდა.
და აი აქ გუბერნატორმა „გაჭედა“ − ჩათვალა, რომ სახდეპი მისთვის ხელმოსაწერად გადაგზავნილ კანონპროექტზე საუბრობდა და დაფეთდა, არიქა, კრემლის ხელი „ნარევა“ ამ კანონშიო. ამიტომ, არც აცია, არც აცხელა, და ვეტო „გლიჯა“ მას.
საბოლოოდ კი ისე გამოვიდა, რომ ამერიკულმა ჯორჯიამ კანონპროექტი დაბლოკა, ქართულმა ჯორჯიამ − მიიღო, სახელმწიფო დეპარტამენტი კი სახტად დარჩა.
Нет комментариев