არ მიძებნია სიმდიდრე
რომ მყოლებოდა გამყოფი,
ყოველთვის იმას ვიძახი
ღმერთო, მომეცი სამყოფი!
ღმერთო მშვიდობა მქონდეს და
სიყვარულისთვის ვიცოცხლებ,
სხვისთვის ფულია მსაზღვრელი,
ჩემთვის - ჯანმრთელი სიცოცხლე.
ყველაზე მდიდრად ვითვლები,
როცა შევიძლებ სიკეთეს,
ზოგჯერ მოწყენილ გუნებას,
ღიმილიც გამომიკეთებს.
ცხოვრება ხშირად აღმართის
გვერდით დაღმართსაც იახლებს,
უპოვრად ვრჩები როდესაც,
დრო ნაჭრილობევს მიახლებს.
პურის ნამცეციც მეყოფა,
დარდს რომ არ ვფლობდე ასობით,
ოქრო კი არა ვიღაცამ
წუთი ინატრა არსობის.
არ მიძებნია სიმდიდრე,
არამაქვს ფიქრი ღარიბი,
მე მდიდარი ვარ იმდენად,
სული არ დამრჩეს ღარიბი.
სულის სიწმინდეს და ადამიანიბას დაგილოცავთ
დაე იყოს ყველა სახლში პური , მშვიდობა და ლოცვა გულწრფელი
ამინ!
ავტორი არ ვიცი
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 6