Предыдущая публикация
ჭიუხს ვედექით თავზედა,
თოფებ გვეკიდა მხარზედა
ჩოხა გვემოს ტანზედა.
გადმოვყურებდით, ნისლებსა.
ზღვად ჩაქცეულსა. ტყეზედა.
არაგვი მოიმღეროდა,
ტკბილად და აუჩქარებლად.
არწივმა, ზეცის აკლდამას
შებუდებულმა , კამარა შეკრა
დაეშვა როგორც შურდული,
ცივი მთისაკენ სანადიროდა.
ჩავსხედით , ჩავეფარენით,
არ შევეცილეთ მოძმესა.
ვისხედით სულის განაბვით,
ვუცქერდით ნადირობასა.
არწივმა, კლანჭი დაუსვა,
ბუმბულ გაშალა ნისლზედა.
უფრო, ღრმად შემოედინა,
აითამაშა, ბუდეს ციკანი.
/ავტორი ელიზბარი/ ‘’ჯაბუ ‘’
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев