მე ბიბლია ვარ,ღვთის სიტყვა.მე სული და სიცოცხლე ვარ.მე სიბრძნე,ძალა და გონება ვარ.ჩემმა მოყვარულმა სიცოცხლე ჰპოვა,ჩემმა მოძულემ კი სიკვდილი.ჩემი სიტყვა გრაგნილზე, პირველად 3500 წლის წინ მოგაწოდეთ,ხოლო 2000 წლის წინ პირადად გამოგეცხადეთ.არც ჩემი სიტყვა მიიღეთ და არც მე-ჯვარზე მაცვით.7000 წელია თქვენს ნებაზე იქცევით.რა მოიგეთ?არადა გაფრთხილებდით რომ უჩემოდ არაფრის გაკეთება არ შეგიძლიათ-ქო.თქველი ამპარტავნობა,თვალთმაქცობა და კერპთთაყვანიმცემლობა გულს მიღონებს.მთხოვეთ რამე და არ მოგეცით?შემეკითხეთ და არ გიპასუხეთ?მაგრამ თქვენი პრობლემების გადაჭრას,თქვენნაირ დაცემულ ადამიანებს ანდობთ,მერედა ღებულობთ?არა.ცილსაც კი მწამებთ;ბოროტეულთ ხელს უმართავსო,თუ ღმერთი არსებობს,მაშ სამართალი სად არისო,ჩვენ თუ ვხედავთ უსამართლობას განა ის ვერ ხედავსო?მერედა შენ სამართლიანად იქცევი სხვას ბრალს რომ სდებ? ერთიანად გაგწყვიტოთ?ეს ერთხელ უკვე გავაკეთე წარღვნის დროს.მერედა ჭკუა ისწავლეთ?ჩემი რა შეგრჩათ;მსგავსება თუ ხატება?არც კი იცით რატომ შემოგწირეთ თავი.ჩემი მადლით ხართ დახსნილი ცოდვისა და სიკვდილის მონობისაგან,თქვენ კი ვის უდრეკთ მუხლს.ვის სიტყვებს აღასრულებთ?ცეცხლით უნდა მოვიდე ქვეყნის განსაკითხავად.ვინ დაგიცავთ ჩემი რისხვისგან?თქვენს მიერ შექმნილ ლექსებს იზეპირებთ და საჭიროდ თვლით.აბა ჩემს სიტყვიდან ბიბლიიდან რამდენი მუხლი იცით ზეპირად?ჩემი მძებნელის და მპოვნელის გულისთვის მოვალ ცეცხლით და შურს ვიძიებ მათზე ვინც ჩემს სიტყვას ყურს და თვალს არიდებს,ვინც ჩემს შესაძლებლობებში დაეჭვებულია,ბოროტს იქმს და არ მოინანიებს,ვისაც ჩემი არსებობის და ჩემი სიტყვის არ სწამს.არ გეგონოთ დავაგვიანებ.უბრალოდ თქვენსავით სულსწრაფი არ ვარ,მიყვარხართ და მინდა რომ ყველა გადარჩეს.მაშ მოინანიეთ და დამანახეთ რომ დღეიდან ჩემი სიტყვის შ ესწავლას და დაცვას შეუდგებით.მე ღმერთი ვარ.კაცი არა ვარ რომ ვიცრუო-ჩემს სიტყვას და აღთქმას უსათუოდ აღვასრულებ.გამოფხიზლდით სულიერად და დაინახეთ ქვეყანაზე რა ხდება.ეს ჩემი მოსვლის ნიშნებია.თქვენი უფალი-იესო ქრისტე. -იკითხეთ ბიბლია ძვირფასებო,და გახსოვდეთ იესო მალე და მოულოდნელად დაბრუნდება-ამინ🥰
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев