27 აპრილს ლაზარეს შაბათია
ლაზარეს აღდგინება არის საოცარი მოვლენა, ის იყო უფლის მეგობარი.
მოციქულები უფალს ამცნობენ - უფალო ვინც შენ გიყვარს ის ავად არისო..
უფალი მშვიდად პასუხობს - ეს ავადმყოფობა არ არის სასიკვდინე, არამედ ღვთის სადიდებლადო.
სახარებაში წერია, რომ უფალი ცრემლეოდა, ესეიგი ტიროდა, ხედავთ უფალიც კი ტირის,
ძალიან საყურადღებოა ეს.
უფალმა იცოდა, რომ აღადგენდა ლაზარეს, მაგრამ მაინც ტიროდა, ტიროდა მთელი ერის ცვალებადობის, მისი ხასიათის
გამო - ხვალ უგალობენ ოსანას, მეფედ მიიღებენ, რამდენიმე დღის მერე კი იგივე ხალხი დაიქუხებს ,,ჯვარს აცუთ ეგე"
უფალმა ლაზარეს აღდგინებით მოახდინა ისეთი საოცარი სასწაული, რომელიც არ სმენოდა კაცობრიობას, აღადგინა ოთხი დღის მკვდარი და ამით ჩვენ დაგვანახა, რომ ის იყო ჭეშმარტი ღმერთი და რომ უფლისთვის არაფერია შეუძლებელი.
აქ არის კიდევ ერთი სამწუხარო მომენტი, ასეთი სასწაული მოახდინა უფალმა და იმის ნაცვლად რომ ეწამათ მისი, ფარისევლებმა პირიქით ახლა უფრო მეტად დაიწყეს უფლის სიკვდილზე ფიქრი და ასევე სურდათ ლაზარეს მოკვდინებაც.
წმინდა ლაზარეს, წმინდა მართა და მარიამის მადლით უფალმა დაგლოცოთ გაგახაროდ და გაგაძლიეროთ
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 1