Предыдущая публикация
ისევ ის ადგილი გამახსენდა, ჩვენ რომ არასოდეს არ ვყოფილვართ ერთად.. იქ ისევ ისეთი ლამაზია ყველაფერი.. გამახსენდა, როგორ აცივდა უცაბედად და შენ მკლავები მომახურე.. მეც ბარტყივით შემოვიკუმშე შენს ხელებში და ზეცას ავხედე. შენი თვალები დავინახე, შიგ ვარსკვლავები რომ ციმციმებენ.. გამეღიმა.. მაჯები დაგიკოცნე და ისე ჩამეღვარა სულში შენი სითბო, მუცელში შრიალი ვიგრძენი. ეს ბედნიერება იყო.. ჰოდა, ახლა ის ადგილი გამახსენდა, მე და შენ რომ არასოდეს არ ვყოფილვართ ერთად.. ჩვენ რომ ბედნიერები ვიყავით იქ..
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 2