ღმერთისთვის შეუძლებელი არაფერია,შეიძლება ახლა გტკივა,გიჭირს,სულიერად განადგურებულიც ხარ,მაგრამ იმედი არ დაკარგო! მიდი ღმერთთან,ესაუბრე,გაუზიარე შენი სიხარულიც და ტკივილიც,სთხოვე რომ შეგეწიოს,სწორ გზაზე დაგაყენოს,თავად ილოცოს შენში,თავისთან გამყოფოს...ისეთი ვინმე გამოგიგზავნოს რომ მასთან ერთად სიხარულს არ ჰქონდეს საზღვარი... ძნელია როცა ადამიანს ყველანაირი იმედი დაკარგული აქვს და შენ რწმენაზე ესაუბრები,უხსნი რომ ყველამ რომც მიგატოვოს უფალი არ დაგტოვებს,ის კი გეუბნება რომ როდისღა,როდისღა დავისვენებ,როდის გავიხარებ,როდის მორჩება ეს უსამართლობა,სად არის ღმერთი? ხედავ,სად ვცდებით უკვე? ღმერთი ყველგან არის,ყოველ ჩვენგანშია... ის კი არ გვტოვებს ჩვენ,ჩვენ ვტოვებთ მას,ჩვენი უკუღმართი ცხოვრების წესითა და საქციელებით... დაფიქრდი,რამდენჯერ გადარჩენილხარ,რამდენჯერ გამოგლიჯა შენი თავი უფალმა დამშეულ მხეცებს,რამდენი რამე გადაგიტანია,და მაინც აქ ხარ,ცოცხალი ხარ... ქრისტე გვაკვირდება,გვიცდის,დროს გვაძლევს,გვანიშნებს კიდეც რაღაც-რაღაცებს მაგრამ ჩვენ ამის დანახვა არ გვინდა...ყველაფერი გვეზარება,იმდენად დავიღალეთ რომ ლოცვის უნარიც აღარ გვაქვს,მეტიც,გვეზარება ეს ყველაფერი... მაგრამ ლოცვა ტექსტების კითხვა არ არის,შენ შენი სიტყვებით უნდა ილოცო,მაშინ იქნება შენი სინანული ჭეშმარიტი,როდესაც გულწრფელად მოინანიებ და დაელაპარაკები ღმერთს,სცადე...ნურაფერს ეძებ ღმერთის გარეშე,თუ მას არ უნდა,არც ხელი მოგემართება და ვერც ვერაფერს იზამ. დააფასე რაც გაქვს,და იყავი მადლობელი რომ ყოველი ახალი დილა თენდება შენთვის...
გწამდეს...
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 4