არ უნდა განიცდიდეს ყველაფერს ცრემლებამდე,
არ უნდა ადარდებდეს ყველა წვრილმანი -
სადღაც, ვიღაცას რომ სცივა...
სადღაც, ვიღაცას რომ სტკივა...
სადღაც, ვიღაცას რომ...
ჩემთვის არ უსწავლებიათ მშობლებს ტყუილი,
არც ცბიერება უსწავლებიათ ჩემთვის...
...................
ისეთი დროება დადგა, წესით ადამიანს არაფერი უნდა გაუკვირდეს...
ან, რა უნდა გამიკვირდეს?!..
უკვე არავის ღალატი მაკვირვებს...
ახლა უფრო ერთგულება გახდა საკვირველი...
როგორ მიყვარს ერთგული ადამიანები, საკუთარი არჩევანის მიმართ პატივისცემას რომ არ კარგავენ...
მტკიცე, საიმედო ნავსაყუდებლები... ხორციელი სამოთხეები...
თორემ, ღალატი ისეთი ადვილი გახდა, ისე მიგვაჩვიეს ღალატს, რომ არ გვიღალატონ ისიც კი გაგვიკვირდება...
......................
არ უნდა იბადებოდეს ადამიანი ჩემისთანა გულჩვილი...
/ია ნანეიშვილი/
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 2
Yvela me mecodeba
Yvelas me vpatiob
Yvela me miyvars
Yvelaze guli shemtkiva fiqrid rom mas araaqvs da am dros me aramaqvs magram bednieri var imitom rom me var aseti gulcvili
Veraferi shemcvlis verasodes