Предыдущая публикация
********************************
მალე თორმეტჯერ დარეკავს ზარი,
შემოაბიჯებს წელი ახალი,
ვისურვებ ქონდეს ნაბიჯი მყარი
და ვაჟკაცური ძლიერი მკლავი,
ჩვენთან მოსვლამდე, ბევრი იარა,
თითქმის მსოფლიო შემოიარა,
ყველასთვისააქვს მისი წილხვედრი
მწამს ჩვენი წილიც არსად დაკარგა,
ახალო წელო, გემუდარები!
არ გამიწბილო ისევ იმედი,
ჩემს საქართველოს! კვლავ დაუბრუნე,
ის, დაკარგული ძველი იერი,
იღბალი მოგვეც, მხოლოდ იღბალი!
და წამოდგება ფეხზე ქართველი,
არც ფული გვინდა,
არც ოქრო-ვერცხლი,
იღბალი მოგვეც,
სხვას, თვითონ შევქმნით,
ხომ კარგად გემის ახალო წელო!?
ცოტაც და თორმეტს დარეკავს ზარი,
თუკი არ მოგაქვს ის, რაცა გთხოვე,
ნუ გაისჯები, გაბრუნდი, წადი!
//ავტორი ნარგიზი ჯაფარიძე//
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 1