Предыдущая публикация
სიცოცხლე შეჩერდა თითქოს,
ბუნებას დაეტყო ღრობა,
რა ვუთხრათ
მარტსა და აპრილს,
ან ცოდვილ, კაცთა მოდგმას..
სიკვდილმა გაშალა ფრთები,
ჩაიცვა შავი ჩოხა,
ღმერთო! ნუ მოჰკლავ
შენს შვილს,
უძლეველ კაცთა მოდგმას..
დაე, იხაროს ყველამ,
ვიმრავლოთ, ვიყოთ ერთად!
მსოფლიოს ყველა შვილი,
ეგებებოდეს დილას..
26.03.2020
/ მერაბ სალუქვაძე /
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев