მე თუ ვეღარ დავბრუნდები, ბიჭი გაუჩინე ჩემს ძმას და გია დაარქვითო - იცნობდეთ გია გოგუაძეს
სახელი: გია
გვარი: გოგუაძე
დაიბადა: 1990 წ.
გარდაიცვალა: 2011 წ.
რიგითი გია გოგუაძე, მესამე ქვეითი ბრიგადის 33-ე ბატალიონის ჯარისკაცი. დაიღუპა 2011 წლის 19 ივნისს, თალიბების თავდასხმის შედეგად მიღებული სასიკვდილო ჭრილობებით, ჰელმანდის პროვინციაში.
გია გოგუაძე მთელ საქართველოს დააკლდა, ოჯახის წევრებს კი მუდამ ყურში ჩაესმით მისი სიტყვები, რომლითაც სამშობლოსა და მშვიდობის დასაცავად ბრძოლაში წასვლის აუცილებლობას მარტივი სიტყვებით უხსნიდა. ბრძოლა მისი მოწოდება იყო, გამარჯვება - მიზანი.
გია გოგუაძის დედა: „2011 წელი საბედისწერო აღმოჩნდა ჩემი შვილისთვის, ის ავღანეთში მისიის შესრულების დროს დაიღუპა. უამრავი აუხდენელი ოცნებება წაიღო თან. უსაზღვროდ იყო შეყვარებული თავის სამშობლოზე. მახსოვს, რომ მიდიოდა თვითმფრინავის ტრაპზე მდგომმა დამირეკა და თავისი თანამებრძოლების გულანთებული ხმით შესრულებული სიმღერა მომასმენინა - სიმღერა სამშობლოზე. მპირდებოდა, რომ აუცილებლად ცოცხალი დამიბრუნდებოდა, იმდენ ხმაში ჩემი გიას ხმა დაუფიქრებლად ვიცანი და გულში საოცარმა შიშმა დაისადგურა, ვხვდებოდი, რომ ვკარგავდი...
ერთგული და სამშობლოსთვის თავდადებული - ასეთი იყო ჩემი გია. რომ გვემშვიდობებოდა თავისი ძმის მეუღლე ცალკე გაიხმო, სადაც მისთვის ჩუმად უთხოვია: მე თუ ვეღარ დავბრუნდები, ბიჭი გაუჩინე ჩემს ძმას და გია დაარქვითო. ახლახან თამარმა ეს თხოვნა შეუსრულა...
ჩემთვის, როგორც დედისთვის, ყოველი დღე იწყება ტანჯვით, 2008 წელს რომ იპარებოდა ომში, არ გავუშვი, მერე კი ვეღარაფერს გავხდი. მახსოვს მისი სიტყვები: „დედა, შენ არ გესმის ერთი რამ, მე არ წავალ, ის არ წავა, სხვებიც არ წავლენ და რა გამოვა? აბა, როგორ მოაღწია დღემდე საქართველომ თუ ჩვენი წინაპრები უშინდებოდნენ ომში წასვლას?!“
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 21