გამსახურდიას დამხობის აღსანიშნავი, ილია II-ის საზეიმო ბანკეტის, ,,საპატიო,, თამადა.
ეს კაცი ყოფილა თამადა, საპატრიარქოში გამართულ, 1992წ. 7 იანვრის ზ. გამსახურდიას დამხობის აღსანიშნავ ბანკეტის სუფრაზე, იგი მაშინ არქიმანდრიტი იყო. ამ სუფრიდან რამოდენიმე თვეში ეპისკოპოსობა ებოძა და დაინიშნა ბოდბის ეპარქიის მმართველად. ამჟამად სინოდის წევრია, ჭიათურისა და საჩხერის ეპარქიის მიტროპოლიტი დანიელ დათუაშვილი. ამას წარმოუთქვამს, საზოგადოებისათვის უკვე კარგად ცნობილი სადღეგრძელო: "პატრიარქის ლოცვით იყო, რომ განიდევნა გამსახურდია საქართველოდანო!". 1992წ. 6 იანვარს, როცა ზ. გამსახურდია თბილისიდან გადიოდა, პუტჩისტებმა მეტეხის ხიდზე, გამსახურდიას თანმხლები, თბილისიდან გამსვლელი კოლონის, ორ ავტობუსში მჯდომი ათეულობით მგზავრი, ავტომატებიდან პირდაპირი დამიზნებით გახსნილი ინტენსიური ცეცხლით, ავტობუსების ათეულობით მგზავრი დაუნდობლად ჩაცხრილეს და ჩახოცეს. იქვე ადგილზე 14 ადამიანი მოკლეს, ათეულობით კი ძალიან მძიმედ დაჭრეს. მეტეხის ხიდის მიმდებარე ტერიტორიებზე და თბილისის სხვადასხვა მორგებში, დახოცილთა გვამები, ჯერ კიდევ გაცივებულიც არ იყო და მეორე დღეს 7 იანვარს, როცა დელისის მეტროსთან მშვიდობიან მომიტინგეებს ავტომატებით ჯერ კიდევ ხოცავდნენ, კრემლის მოკავშირე სამღვდელოებამ, ხელისუფლების დამხობისა და პუტჩისტთა მხარდაჭერის აღსანიშნავად, საპატრიარქოში "სიხარულის ბანკეტი" გადაიხადეს, სადაც პატრიარქ ილია შიოლაშვილს ულოცავდნენ, გამსახურდიას ხელისუფლების დამხობას.
ამ ფაქტის შესახებ, მრავალჯერ აქვს დადასტურებული, პუტჩის მხარდამჭერი საპატრიარქოსაგან სწორედ ამის გამო დევნილ, ეპისკპოსს ქრისტეფორე წამალაიძეს.
1979 წლიდან ეპისკოპოსი, წლების მანძილზე სინოდის წევრი, ყოფილი ქორეპისკოპოსი, დისიდენტური და ეროვნული მოძრაობის აქტიური მხარდამჭერი, მეუფე ქრისტეფორე წამალაიძე: "ვადასტურებ, რომ, სამწუხაროდ და საუბედუროდ, საქართველოს ეკლესიამ მხარი დაუჭირა პუტჩისტებს, ბანდიტებს და თბილისიდან ზვიად გამსახურდიას განდევნიდან მეორე დღესვე, 1992 წლის 7 იანვარს, საპატრიარქში გაიმართა დიდი ნადიმი, სადაც ერთმანეთს მიულოცეს საქართველოდან სატანის, ანუ, მათი აზრით, ზვიადის განდევნა! ცხადია, საპატრიარქოში გამართულ ნადიმზე ისეთ ღვთისმოსავ და პატრიოტ კაცს, როგორიც ზვიადი იყო, სატანას რომ უწოდებ, ე. ი. შენ მაშინ ხარ მხარე, მონაწილეობ პუტჩში და დგახარ ბანდიტების გვერდით!".
აქ ქვედა ბმულზე კი, იხილეთ, ამ პუტჩისტური სუფრის უშუალო მონაწილისა და უშუალო თვითმხილველი მოწმის, ამ ინფორმაციის პრესაში ოფიციალურად პირველად გაჟღერების გამო და სწორედ ამის გამო, საპატრიარქოსგან უკვე ფიზიკურად და ყველანაირად დევნილი, მღვდელ ვახტანგ მარგიანის ინტერვიუს ამონარიდი და შესაბამისი ვიდეო:
მღვდელ ვახტანგ მარგიანის ინტერვიუში, რომელიც მან გაზეთ "ახალ თაობას" მისცა და 1999 წლის, 13 აპრილის ნომერში გამოქვეყნდა, ვკითხულობთ: " - რაც ვთქვი, იმაზე შემიძლია, იურიდიულად ვაგო პასუხი… `7 იანვარს ილია II-მ დამპატიჟა ბანკეტზე საეკლესიო დღესასწაულის დღეებში. თითქმის დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ ბანკეტი ჩატარდა, მაგრამ მათთვის სულ არ იყო შობა მნიშვნელოვანი დღესასწაული. ყველაზე კარგი თამადები იყვნენ ჩემს მიერ ხსენებული დიაკონი ლევან სხილაძე და ამჟამად ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი დანიელ დათუაშვილი. მაშინ ის არქიმანდრიტი იყო. ილია II-ს ყველა ულოცავდა გამარჯვებას, ვინაიდან… ვაგებ პასუხს, მარტო ხომ არ ვიჯექი იმ სუფრასთან, თუ სინდისი შეაწუხებს ვინმეს _ ულოცავდნენ ილია II-ს, ვინაიდან ილია II-ის ლოცვით იყო, რომ… _ ლოცვით რომ იყო, რა? _ რომ განიდევნა გამსახურდია საქართველოდან და რას არ უწოდებდა თვითონ სამღვდელოება. ვინც იქ ისხდნენ. აი, კონსტანტინე მელიქიძე, მაგალითად. ერთი სიტყვით, ილია II-ს გამარჯვებას ულოცავდნენ, ულოცავდნენ გამსახურდიას დამხობას, გინდა თუ არა გაოგნებული ვიყავი, გაოგნებული, რადგან არ მოველოდი, რომ მე კათალიკოსის სახით ამ პიროვნებას დავინახავდი _ აღვსილს ზიზღით. რა თქმა უნდა, ერთმანეთს ეცილებოდნენ მისალოცი სადღეგრძელოების თქმაში არქიმანდრიტი დანიელი და დიაკონი ლევან სხილაძე, რომლებიც ულოცავდნენ გამარჯვებას ილია II-ს. _ მამაო, შეიძლებოდა თუ არა გამოსულიყო სინოდი და დამდგარიყო ბარიკადების სხვადასხვა მხარეს მდგარ ქართველთა შორის და სისხლისღვრა შეწყვეტილიყო? _ ვალდებულები იყვნენ. არ გამომივიდეს გამსახურდიას დაცვად, მაგრამ ნუ გავაკეთებთ ისე, რომ ყველაფერში რაღაც გვიშლის ხელს. ვიღაცას გამსახურდიას მეგრელობა უშლიდა ხელს. ერთმანეთს პირნათლად შევხედოთ თვალებში. მე რანაირ პასუხისგებაშიც არ უნდა ჩავვარდე, თუ კაცი მქვია, არ მაქვს უფლება გამსახურდიას არ ვუწოდო ჭეშმარიტი მართლმადიდებელი, მორწმუნე. იმიტომ, რომ, რასაც გამსახურდია ებრძოდა, იქნებოდა ეს არალეგალურად თუ ლეგალურად და, საერთოდ, ყველა ის პრეტენზია, ყველა ის ბრალდება, რასაც იგი მარქსისტულ საზოგადოებას უყენებდა, ამ ყველაფრის გაკეთება ეკლესიის პრეროგატივა იყო. ეკლესიას უნდა დაესვა ეს ბრალდება ამ ურწმუნო საზოგადოებისათვის. შეუიარაღებელი თვალითაც რომ გადავხედოთ, ამას ყველა მიხვდება; მოხდა კი პირიქით. ავიღოთ 70-იანი წლები და ავიღოთ თუნდაც პრეზიდენტობის პერიოდი. გამსახურდიას პრეტენზიების მოგერიების ერთ-ერთი საშუალება, სახელდობრ, ეკლესია იყო. მე დავეხმარები მათ და არქივში მოვძებნოთ მაშინდელი გაზეთი `კომუნისტი~. დააპატიმრეს თუ არა გამსახურდია და კოსტავა, გაზეთი სავსე იყო გამსახურდიასადმი ეკლესიის მხრიდან ცრუ მონაჭორითა და ცრუ ბრალდებებით. ეკლესია აჭარბებდა ცენტრალურ კომიტეტს, მინისტრთა საბჭოს, პრეზიდიუმს, პროკურატურას, საშინელ სუკს და ძირთადი ბრალმდებელი თვითონ იყო. თვითონ ეკლესია გამსახურდიას უწოდებდა ერთა შორის შუღლის ჩამომგდებს და ა.შ. _ ვინ იყვნენ ესენი? _ ახლავე გეტყვით: მიტროპოლიტი მაჟუგა, ნეველის ეკლესიის წინამძღვარი, მიტროპოლიტი გაიოზ კერატიშვილი _ ქორეპისკოპოსი, წილკნელი ეპისკოპოსი, სემინარიის რექტორი. თანამდებობები ღმერთმა მოგცეს! _ ვინ არის მესამე? _ ალავერდელი ეპისკოპოსი გრიგოლ ცერცვაძე და ა.შ. ხომ ხედავთ, რა ხდება? ნაცვლად იმისა, რომ ეკლესიას დაეჭირა მხარი ამ პიროვნებისათვის და, საერთოდ, მისი იდეებისთვის, პირიქით მოხდა. ეკლესია გახდა გამსახურდიას იდეების მოგერიების ერთ-ერთი საშუალება. რაც შეეხება იმ ცნობილ, ტრაგიკულ მოვლენებს. ეკლესია ვალდებული იყო ჩარეულიყო. მარხვააო. მარხვაში მარტო ის ხომ არ შედის, რომ კარაქი და რძე არ შევჭამოთ, მოვერიდოთ ავსიტყვაობას, შფოთს და ა.შ. ვალდებულნი იყვნენ მისულიყვნენ და უკანასკნელი ძალ-ღონე ეხმარათ, რათა სისხლისღვრა არ მომხდარიყო, მაგრამ პირადად ილია II-მ ხომ არჩია დუმილი? ამ დუმილში რა იმალება, თქვენ ამას უნდა მიხვდეთ. _ მამა ზაქარიამ თქვა, ის ავად იყოო? _ ტყუილია. რა შუაშია ავადმყოფობა. თუ ავად იყო, ქორეპისკოპოსიც ავად იყო? მთელი სამღვდელოება ავად იყო? ერთ-ერთი მაინც უნდა გაეგზავნა ვინმე. ანდა, რა შუაშია, მე ხომ არ ვამბობ, გინდა თუ არა, გასულიყო ილია II და იქ თოფით ხელში დამდგარიყო-მეთქი? იქ სინოდი ან მღვდელი მაინც გაეშვა?".
(გაზეთი "ახალი თაობა" 13 აპრილი, 1999წ.).
Присоединяйтесь к ОК, чтобы посмотреть больше фото, видео и найти новых друзей.
Нет комментариев