Предыдущая публикация
შენიდან ჩემამდე - არც ისე
ამინდი საგრძნობლად მშვიდია
მანცვიფრებ...
ჯერ კიდევ ჰყვავიან ატმები
ქარია - მომიტანს რამე ჭორს
მე ვამბობ, არ მომენატრები
შენ სდუმხარ იღიმი საეჭვოდ
ვარსკვლავნი აენთნენ
რომ ვხედავ შორი-შორს საკმაოდ
მე ახლა გიჟი ვარ საერთოდ
ჩემს ჭკვაზე გადმომყავს სამყაროც
მუდმივად რაღაცა მაწამებს
და ჩემში მუდმივად ბინდია
და მაინც მიზიდავს წამწამებს
მთვარე რომ ნისლივით ჰკიდია...
შორს სადღაც ჰყვავიან ატმები
ქარია მომიტანს რამე ჭორს
მე ვამბობ არ მომენატრები
შენ სდუმხარ იცინი საეჭვოდ...
.. ტარიელ ხარხელაური ..
Присоединяйтесь к ОК, чтобы посмотреть больше фото, видео и найти новых друзей.
Нет комментариев