„რა? ისევ?“ – აღშფოთდა გამოცდილება.
„ჰმ! ჩემს გამო“ – გაიღიმა მიზეზმა.
„არა! ჩემს გამო!“ – შეეპასუხა სიამაყე.
„იქნებ ხვალ ჯობია?“ – იკითხა ფრთხილად ეჭვმა.
„ან დღეს ან არასდროს“ – მოუჭრა სიჯიუტემ.
„უჩემოდ როგორ იქნება?“ – წამოხტა სიშლეგე.
„უშენოდ არც როგორ“ – უპასუხა სიმშვიდემ.
„მთავარია არა ისე, როგორც გუშინ!“ – გააფრთხილა წყენამ.
„გუშინდელი არ განმეორდება!“ – დაამშვიდა სიბრიყვემ.
„ყველაფერი სხვანაირად იქნება !“– განაცხადა წინათგრძნობამ.
„იქნებ არ არის საჭირო?“ – შეაპარა სიფრთხილემ.
„ეს რაღაცას მაგონებს!“ – ჩაფიქრდა მეხსიერება…
„თქვენ მე ვერ შემაჩერებთ!“ – გაიბრძოლა ოცნებამ.
„გეგონოს“ – უპასუხა ცინიზმმა.
„აი მეც მოვედი!“ – გამოჩნდა მოულოდნელად სითამამე, აიტაცა ხელში ოცნება და ელვის სისწრაფით აიჭრა ზეცაში…
Присоединяйтесь к ОК, чтобы посмотреть больше фото, видео и найти новых друзей.
Нет комментариев