*********************************
(შვილის წერილი ემიგრანტ დედას.)
*************************************************
სწავლა იწყება, ჩანთას ვიმზადებ,
როგორ მაკლიხარ დედი.
შენ მე შორიდან ზრუნვით გამზარდე,
როგორ მჭირდები ვხვდები.
მიმაცილებდე სკოლის კარამდე,
ლოცვას მაწევდე გზაში,
მიჩურჩულებდე ნაზი ღიმილით,
"არ იცელქოო კლასში."
შარშანდელივით შენ მაგივრობას
ბებო გამიწევს დედი,
ნუ ატირდები, ასე ყოფილა
ემიგრანტების ბედი.
ო... როგორ მინდა შინ დაბრუნებულს,
კარს მაგებებდე ღიმილს,
მიმსუბუქებდე წლობით გამოვლილ
ცრემლებს, დარდსა და ტკივილს.
მახსოვს ის ღამე, როცა ძილის წინ
თავი შენ მკერდზე მედო,
მითხარ:"ხვალიდან სხვაგან მივდივარ,
დაუჯერეო ბებოს."
მას შემდეგ ბევრი წლები გავიდა,
ბევრჯერ გაიღო კარი,
მონატრებასაც რამდენს ავიტან,
ყველაფერს ხომ აქვს ზღვარი.
მინდა ერთ დილით შენ გამახარო,
ამანათების ნაცვლად,
თორემ ამდენი მონატრებისგან
გული ცრემლებმა დასწვა.
შენი ლოცვები მიმაცილებენ
სკოლის კარამდე დედი,
შენ ისე ძლიერ ლოცვას მიგზავნი,
ვგრძნობ, რომ მომყვები გვერდით.
მე ვუთანაგრძნობ ყველა იმ ბავშვებს,
ვინც ნატრულია დედის,
მათაც ჩემსავით ასე, უვადოდ
წილად ხვდათ ჩემი ბედი.
მე ყოველ ღამე შენთვის ვლოცულობ,
შენში სიცოცხლეს ვხედავ,
წმინდა სანთლებით დედა ღვთისმშობელს
შევთხოვ:"მიცოცხლოს დედა".
მარინა ყიფიანი
23.08.2015
Присоединяйтесь к ОК, чтобы посмотреть больше фото, видео и найти новых друзей.
Комментарии 113