მაპატიე რომ ყოველ წუთს ვცოდავ...მაპატიე, რომ ყოველ ჩემს აღსარებას, კიდევ ერთი ცოდვა ემატება,მაპატიე რომ არ გიფასებ ამაგს...მაპატიე რომ ზოგჯერ არ ვიცავ მცნებებს და ვარღვევ მარხვას,მაპატიე რომ არ ვზრუნავ სულზე ისე, როგორც სხეულზე, მაპატიე რომ უნებურად ვტკენ, ვანერვიულებ..მაპატიე რომ გტკენ... მაპატიე რომ ზოგჯერ ცოდვას ნებით ჩავდივარ, იმ იმედით რომ მაპატიებ...მაპატიე, რომ ისე ძლიერ არ მიყვარხარ როგორც უნდა მიყვარდე, მაპატიე რომ დაპირებებს არ ვასრულებ პირნათლად..მაპატიე,რომ ზოგჯერ ვცრუობ, მაგრამ არასოდეს სხვის საზიანოდ.. თუმცა რამნიშვნელობა აქვს.... დიდი და პატარა ცოდვა ხომ არ არსებობს, ისევე როგორც"ნემსის ქურდი და აქლემის ქურდი ორივე ქურდია"....მაპატიე, რომ ვერ გსტუმრობ ხშირად...მაპატიე,რომზოგჯერ ცოდვას ვარჩევ,ტკბილ ზიარებას... მაპატიე, რომ დაღლილი, ურცხვადმოვდივარ შენთან ატირებული, გიჩოქებ და შენდობას ვითხოვ, მე ხომ ვიცი რომარ ვარ კარგი.. უფალო შენ ხომ იცი, რომ ეს ცრემლები სინანულისაა, ხომ იციროგორ მინდა კარგი გავხდე, ხომ იცი როგორ ვცდილობ.. მე ვიცი,რომ შენიცი,ვგრძნობ.. ვგრძნობ, რომ არასოდეს არ მტოვებ, ყოველი ფეხის ნაბიჯზევგრძობ... როცა მტკივა, როცა მიჭირს, შენთან მოვდივარ და საოცარ შვებასვგრძნობ.. შენი სიყვარული მავსებს უფალო... ხშირად მიფიქრია, რომელიმეგობარი გვაპატიებდა ერთსა და იგივე შეცდომებს ამდენჯერ, რომელი მეგობარიმოგცემდა ამდენ შანსს? და თუ გვაპატიებდა, გვაპატიებდა კი ისე,რომ გულშიარ ჩაედო? ერთხელ მაინც რომ არ შეეხსენებინა?მაპატიე უფალო.. მაპატიე,რომ ერთიდაიგივე შეცდომას ვუშვებდი და როცა მეგონა, რომ არ მაპატიებდი,სწორედ მაშინ ხელში აყვანილი მიგყავდი ტაძრამდე, თავზე შენს თბილ ხელსგადამისვამდი და შენს სისხლსა და ხორცს მაზიარებდი...მაპატიე უფალო,მაპატიე ისიც რომ ესე ვფიქრობდი.. შემეწიე უფალო,მარტო არ დამტოვო...დამეხმარე,რომ სწორი გზით ვიარო..დამეხმარე, რომ შენს სიყვარულსა და რწმენაში გავძლიერდე..დამეხმარე, რომ არასოდეს წავიდე შენი მცნებების წინააღმდეგ..დამეხმარე, რომ სიყვარული ისევ შევძლო, რომ არ დავეცე, ან თუ დავეცემი ისევ შევძლო წამოდგომა..დამეხმარე, რომ ჩემი მძიმე ჯვრის ტარება შევძო და სხვებსაც ხელი შევაშველო...დამეხმარე,რომ მეტის დათმენა შევძლო, პატიება შევძლო. მიმრავლე ცრემლი სიხარულის,სინანულის, ბედნიერების... გამხადე ღირსი ხშირად ვეზიარო შენს სისხლსა დახორცს,საკურნებლად სულისა და ხორცისა...დაიფარე უფალო სრულიადსაქართველო და ქართველნი, გაუნათლე გონება და გული,დაიფარე და დაიცავიავისგან და ცუდისგან ჩემი მეგობრები.. გაგვაძლიერე და განგვამტკიცერწმენაში... თვალცრემლიანი გევედრები უფალო, დაიფარე ყველა განურჩევლადსქესისა, ასაკისა და ეროვნებისა..უფალო შეგვიწყალენ...ამინ...გთხოვთ ყველამ გაიზიარეთ და გაავრცელეთ
Присоединяйтесь к ОК, чтобы посмотреть больше фото, видео и найти новых друзей.
Нет комментариев