როგორც სიბნელეს შჰყვარებია სინათლე წრფელი, მე შენ მიყვარხარ...როგორც ნაზ სევდას შეჰყვარებია ლამაზი ცრემლი, მე შენ მიყვარხარ...როგორც ამ ცრემლებს შეჰყვარებია ეს სახე ჩემი, მე შენ მიყვარხარ... როგორც ქვის კენჭებს შეჰყვარებია კედელი სველი, მე შენ მიყვარხარ...როგორც ცივ ზამთარს შეჰყვარებია ზაფხული ცხელი, მე შენ მიყვარხარ...როგორც თბილ დილას შეჰყვარებია სხივი ნათელი, მე შენ მიყვარხარ...როგორც წვიმის წვეთს შეჰყვარებია ეს ღამე გრძელი, მე შენ მიყვარხარ როგორც ბნელ სიკვდილს შეჰყვარებია სიცოცხლე მწველი, მე შენ მიყვარხარ... როგორც ბრმა გრძნობას შეჰყვარებია ოცნება მხსნელი, მე შენ მიყვარხარ... როგორც ღრმა ღამეს შეჰყვარებია ვარსკლავი ერთი, მე შენ მიყვარხარ...როგორც დილის ნამს შეჰყვარებია ვარდი წითელი, მე შენ მიყვარხარ... როგორცამ აწმყოს შეჰყვარებია წარსული ძველი მე შენ მიყვარხარ როგორც ქარიშხალს შეჰყვარებიაეს სიო ნელი, მე შენ მიყვარხარ...როგორც ხმელ ფოთოლს შეჰყვარებია ამ წვიმის წვეთი, მე შენ მიყვარხარ... ჩემო სიცოცხლევ, ისე მიყვარხარ ამას ვერ გეტყვი, მიყვარხარ მორჩა! შენთვის ვიცოცხლებ და აღარ გვინდა სიტყვები ბევრი.
Присоединяйтесь к ОК, чтобы посмотреть больше фото, видео и найти новых друзей.
Нет комментариев