თუ გამიგებთ ასეც ხდება...
მე ამის თქმაც არ მინდოდა
რა ვქნა...ვამბობ...მიძნელდება!
..მოკვდი ჩემში... ის რაც იყავ,
გაიყინა ჩემთვის სივრცე!
მეც ადამიანი ვარ და
გულს სიმშვიდე უნდა მივცე.
მე მიყვარდი,მე ვკვდებოდი
შენ გულთან ეს არ მიგქონდა...
მირჩევნია გულში მყავდე
ჩავისახლო მე ეს გრძნობა.
ჩემი გული სხვის გულს არ გავს-
ის გულია,მართლაც გული...
რა ვიღონო შენ თუ არ გრძნობ...
არ გცოდნია სიყვარული.
წადი...წადი...აღარ მინდა
გავაგრძელო მეტი სიტყვა,
ამ დუნიას ატირებდა
ამ გულიდან რაც კი ითქვა.
არ მახსოვხარ...ვერ გიხსენებ...
დამემართა ტვინის რევა,
გულიც გადამემტერა და
მეუბნება:გაიზომე თავის წნევა!
მოკვდი,მოკვდი ჩემს სიზმრებშიც
გუშინ ერთხელ არ მეზმანე...
ბოლო სიტყვა მინდა გითხრა:
იცოცხლე და სხვა იყვარე!
Присоединяйтесь к ОК, чтобы посмотреть больше фото, видео и найти новых друзей.
Комментарии 17
ნუ მომატყუებ, რომსინანული, ყველასევდას და დარდებსწალეკავს,დღეს შენი დღეა,მაგრამ დრო მოვა დაუჩემობა სულშიგაგატანს ...!ჯერ უდარდელიდღეები გიდგას დაგატაცების ცეცხლითინთები,ახლა არ გჯერამაგრამ დრო მოვადა ... მტკივნეულიდარდი ვიქნები ...მე ვარ ვინც ნებითოცნება დათმო დასინანულის მხარესეწვია,ვისაც ხუმრობითაჩუქეს ღმერთი დაუღმერთობასგადაეჩვია.სუსტი ხელებითნაწვიმარ ცაზე,ისეაგწიე რომ ვეღარშეგწვდი,ღმერთად გაქციე დაღმერთი რატომგამიხსენებდი,ვინვიყავ შენთვის?!ჯერ უდარდელიდღეები გიდგას, დასხვის კოცნაში არგახსენდები ...მაგრამ მერწმუნე ისდღეც დადგება, რომსიგიჟემდემოგენატრები.
მე გავიღიმებ თუ ეს ღიმილი
შენ დაგაწყნარებს და დაგამშვიდებს...
იცოდე გრძნობას წარსული არ აქვს
ის არასოდეს ეძებს სიმშვიდეს.
ღირსება?!-სიყვარულს აღარ რცხვენია,
თვით სიყვარული არის ღირსება!
თუ ამას კარგად შეისისხლხორცებ
შენთვისაც ცუდი აღარ იქნება.
შენ სიყვარული ნუღარ გგონია
ბანქოს თამაში ან ცეკვა სადმე...
იგი ღმერთების მოგონილია
და როგორც ღმერთი მეც უნდა გწამდე!
მაინც ღიმილი უნდა შეგეძლოს,
თუ სიყვარული ბარდება წარსულს,
შემომრჩა ტანჯვა...მიყვარდა ერთ დროს...
სისულელეა და ფიქრიც არ მსურს.
უნდა შეგეძლოს, დაგიჯდეს რადაც,
შეინარჩუნო ღირსება შენი,
მიუხედავად, თუნდაც მზის ფასად,
უნდა გაუყვე შარას დარჩენილს.................................
ხან წყაროსავით წყნარი ვარ,
...Ещёხან გიჟმაჟი ვარ თერგივით,
ხან კოცონივით მხურვალე,
ხან ცივი,აისბერგივით.
ხან მაღლა ცაში დავფრინავ,
ხან მიწას სულ ვერ ვცილდები,
ზოგჯერ სულ ყველას ვახსოვარ,
ზოგჯერ არავის ვჭირდები.
ხან ზღვა და ოკეანე ვარ,
ხან კი ცრემლივით პატარა,
ხან გაზაფხულმა დამკოცნა,
ხან ქარმა ხელით მატარა.
ხან ყვავილთ მეფის ტოლი ვარ,
ხან მინდვრის ყვავილს ვედრები,
ხან ერთი ჭიქა დამათრობს,
ხან სამი ჭიქით ვერ ვთვრები.
ხან შემოდგომის დარდი ვარ,
ხან გვირილების სიცილი,
ზოგჯერ სიკეთე გამათბობს,
ზოგჯერ ვკანკალებ სიცივით.
ზოგჯერ დაც კი არ მაჩვენებს
სულში გაჩენილ იარებს,
და ვიღაც უცხო,სულ უცხო
მოვა,დარდს გამიზიარებს.
ხან მეფედ მაქცევს განგება,
ხან მონადა ვარ ქცეული,
ხან გვერდით მიდგას სულ ყველა,
ხან ვრჩები სულ მთლად ეული.
<b
ხან წყაროსავით წყნარი ვარ,
ხან გიჟმაჟი ვარ თერგივით,
ხან კოცონივით მხურვალე,
ხან ცივი,აისბერგივით.
ხან მაღლა ცაში დავფრინავ,
ხან მიწას სულ ვერ ვცილდები,
ზოგჯერ სულ ყველას ვახსოვარ,
ზოგჯერ არავის ვჭირდები.
ხან ზღვა და ოკეანე ვარ,
ხან კი ცრემლივით პატარა,
ხან გაზაფხულმა დამკოცნა,
ხან ქარმა ხელით მატარა.
ხან ყვავილთ მეფის ტოლი ვარ,
ხან მინდვრის ყვავილს ვედრები,
ხან ერთი ჭიქა დამათრობს,
ხან სამი ჭიქით ვერ ვთვრები.
ხან შემოდგომის დარდი ვარ,
ხან გვირილების სიცილი,
ზოგჯერ სიკეთე გამათბობს,
ზოგჯერ ვკანკალებ სიცივით.
ზოგჯერ დაც კი არ მაჩვენებს
სულში გაჩენილ იარებს,
და ვიღაც უცხო,სულ უცხო
მოვა,დარდს გამიზიარებს.
ხან მეფედ მაქცევს განგება,
ხან მონადა ვარ ქცეული,
ხან გვერდით მიდგას სულ ყველა,
ხან ვრჩები სულ მთლად ეული.
...და მაინც ასე ვიქცევი,
მივყვები ჩემს გზას ოცნებით,
ხან ასეთი და ისეთი,
კიდევაც განვმეორდები.
მე რომ მიყვარხარ მგონია რომ უყვარხარ ყველას... მთელ სამყაროზე ეჭვიანობს ახლა ეს გული... ვინც სიყვარული იწამა და... ღმერთს სთხოვა შველა ასე მგონია შენზე იყო შეყვარებული...
მენატრები, ვაფერადებ დღეებს დარდით... არ მადარდებს, რა მოჰყვება... შენ რომ, ასე შემიყვარდი... მენატრები, წლებმა ისე ჩაიარა... მეგონა, რომ გამივლიდი. მაგრამ, აღარ გამიარა... მენატრები, წლები ფიქრით მოვიარე... არ ვიცოდი, ხე ვყოფილვარ, ოცნებებით მსხმოიარე... მენატრები, დღე და ღამე, შენით ვსუნთქავ... ველოდები, შენს თვალებს და კოცნას, მუდამ მონატრების... წვიმა მოდის, თქეშა-თქეშით... წვეთებს დავდევ აღმა - დაღმა... დაგეწიე, ფიქრით ხელში... მელანდები, მენაღვლები... და უზომოდ მედარდები... ენის წვერზე მაკერია... ერთი სიტყვა - მენატრები..