”ეს გალაქტიონის სიტყვებია...როცა ეს გრძნობა იბადება გულში, მთელს შენს ცხოვრებას, ფიქრებს, აზრებს იპყრობს...მთელი შენი ცხოვრება მხოლოდ საყვარელ ადამიანს უკავშირდება...მასთან რაღაც უხილავით ხარ მიჯაჭვული და გასაქანს აღარ გაძლევს...ნამდვილი სიყვარული მარადიულია....ის არასდროს ქრება უკვალოდ და დიდ ტკივილსაც ტოვებს სულში...დიდი დრო და სიძლიერეა საჭირო იმისთვის,რომ სიყვარულით გამოწვეული სიგიჟეების,მძაფრი განცდებისა და ეიფორიებისაგან განთავისუფლდე....ამას იმდენად დიდი დრო სჭირდება რომ ჩვენი ცხოვრების მანძილზე აღარ გვრჩება დრო იმისთვის,რომ ხელახლა შეგვიყვარდეს.’ სიყვარული ყოველდღე იზრდება, არასოდეს კარგავს თავის პირველ მდგომარეობას, არ წყდება, არ უფერულდება, არ ხუნდება... პირველი სიყვარული ამქვეყნად ყველაზე ლამაზი, ის ყველასაგან და ყველაფრისაგან განსხვავდება, არ აქვს მნიშვნელობა როდის გეწვევა-რა ასაკში. ყველაზე ლამაზი-სიყვარული ალბათ გარდატეხის ასაკშია. ამ დროს ყველაფერს განიცდი, უფრო რომანტიკული და მეოცნებე ხარ, ვიდრე საერთოდ. პირველი სიყვარულის დავიწყება უზომოდ ძნელია,თითქმის შეუძლებელი და სანამ ცოცხალი ხარ ის ბუდობს შენს გულში. ყველაფერი ახალია შენთვის:პირველი ცრემლი, პირველი სიხარული, პირველი სითბო, პირველი კოცნა... ის ყოველთვის შენში რჩება!ყველა დამიანის ფიქრებში ტივტივებს აზრი ‘’მარადიული სიყვარულისა’’ და ყველა იმ დასკვნამდე მიდის, რომ ის მარადიულია. კატო
Присоединяйтесь к ОК, чтобы посмотреть больше фото, видео и найти новых друзей.
Нет комментариев