დიდი მარხვის მე-6, ბზობა-ბაიობის კვირა (სახარების განმარტება)
–––––––––––
"როდესაც მიუახლოვდნენ იერუსალიმს, ბეთბაგეს და ბეთანიას, ზეთისხილის მთასთან, გაგზავნა თავისი ორი მოწაფე და უთხრა მათ: წადით სოფელში, რომელიც თქვენს პირდაპირაა და შესვლისთანავე იპოვით დაბმულ ჩოჩორს, რომელზედაც ჯერ კაცი არ მჯდარა; ახსენით და მომგვარეთ.
ხოლო თუ ვინმე გეტყვით, რას შვრებითო, უთხარით, უფალს სჭირდება და მალე დაგიბრუნებსო.
ისინი წავიდნენ, დაინახეს ქუჩაში ჭიშკართან დაბმული ჩოჩორი და ახსნეს იგი.
ზოგიერთმა იქ მდგომმა ჰკითხა მათ: რას შვრებით, რატომ ხსნით ჩოჩორს?
მათ მიუგეს, როგორც უბრძანა იესომ, და გამოუშვეს ისინი". (თ. 11, მ. 1-6)
განმარტება: იესო ხშირად შედიოდა იერუსალიმში სხვა დროსაც, მაგრამ არასოდეს შესულა ასეთი დიდებით, როგორიც ახლა. ადრე, იუდეველთა შურის გამო, იგი იმალებოდა, ხოლო ამჟამად, რამდენადაც დადგა თავად მის მიერვე განსაზღვრული დრო ტანჯვისა, მოდის ღიად, რათა მათ, თუკი მოისურვებენ, - გულისხმაჰყონ მისი დიდება და მასზე აღსრულებული წინასწამერტყველების წყალობით შეიცნონ ჭეშმარიტება. ხოლო თუკი არ მოისურვებენ გულსხმიყოფას, რათა ეს გარემოება მათი უმეტესი განსჯის მიზეზი გახდეს, როგორც იმათი, ვინც არ ირწმუნა ამდენი შესანიშნავი სასწაულის შემდეგაც.
ვინაიდან იხილე, რამდენი ნიშანია აქ! უფალმა უთხრა მოწაფეებს, რომ ჰპოვებენ: „კიცვსა კარაულისასა“; უთხრა, რომ მათ აუკრძალავენ, ხოლო შემდეგ როდესაც მოწაფეები ეტყვიან, რომ უფალს სჭირდება, დართავენ ნებას (წაყვანისა). ვინაიდან უმნიშვნელოა არაა ისიც, რომ მოციქულებს დართეს ნება წაეყვანათ კიცვი; ეს არ მოხდებოდა მათ მფლობელებზე ღმრთის ძალას, რომ არ ემოქმედა, რომელიც ვირის კიცვის გასაშვებად აღძრავდა. ისინი ღარიბი და მშრომელი ადამიანები იყვნენ და უნდა ვიცოდეთ, რომ უფალს ეს ტყუილუბრალოდ არ გაუკეთებია, ვინაიდან მანამდე იგი არ ითხოვდა ვირის კიცვს, მაგრამ ფეხით მრავალგზის შემოივლიდა ხოლმე გალილეიასა და იუდეას, არამედ ამით მან აჩვენა, რომ წარმართ ხალხებსაც დაიმორჩილებს, ვირის კიცვივით ურჩებსა და უმეცრებს: ისინი დაბმულნი იყვნენ თავიანთი ცოდვებით „გარეშე შესავალთა“, ანუ ამ ცხოვრებაში „კართათანა“ ანუ ეკლესიის გარეთ.
მაგრამ მოწაფეებმა ახსენეს ისინი ნათლობისა სარწმუნოების მეშვეობით და მათ ასწიეს თავიანთი მხრებით უფალი, ხოლო მოციქულებმა დააფინებს მათზე თავიანთი შესამოსელი, ანუ ყველა ჭეშმარიტი კანონი სათნოებისა. წინათ წარმართები იყვნენ რა შიშველნი, იყვნენ უმსგავსნი და უკანონო საქმეებს სჩადიოდნენ, მაგრამ მას შემდეგ, რაც მიყვანილნი იქნენ (ქრისტესთან) მოციქულთა მიერ, მათ ისწავლეს კეთილკრძალული სვლა, ამიტომაც შეძლეს ქრისტეს აწევა. ვინ იყვნენ ჩოჩორის მფლობელები, რომლებმაც აუკრძალეს მოციქულებს მისი წაყვანა? ეჭვგარეშეა, რომ ეშმაკები. თუმცა მოციქულები მათზე ძლიერები იყვნენ.
"მიჰგვარეს ჩოჩორი იესოს, ზურგზე დაუფინეს თავიანთი სამოსელი და ზედ შესვეს იგი. ბევრი თავის სამოსელს უფენდა გზაზე, სხვები კი - ხის ტოტებს, რომლებსაც მინდვრად ჭრიდნენ.
წინ მიმავალნიცა და უკან მიმყოლნიც ღაღადებდნენ და ამბობდნენ: ოსანა! კურთხეულია მომავალი უფლის სახელით.
კურთხეულია დავითის, ჩვენი მამის, მომავალი სამეფო! ოსანა მაღალთა შინა!" (თ. 11, მ. 7-10)
განმარტება: სანამ უბრალო ხალხი არ გარყვნილა, იგი შეიმეცნებს სასარგებლოს. აი, რატომ მიაგებს ახლა პატივს იესოს, თითოეული თავისი ძალისამებრ. მაგრამ რას ამბობდნენ ისინი, განადიდებდნენ რა მას? ხსენებული საგალობელი მათ დავითისგან ისესხეს. სიტყვა „ოსანა“, პირველთა აზრით, ცხონებას ნიშნავს, ხოლო მეორეთა აზრით - „გალობას“, მაგრამ პირველი აზრი უფრო უკეთესია, ვინაიდან 117-ე ფსალმუნში ნათქვამია „ჰოი უფალო“, მაცხოვნე მე“. ხოლო ებრაულად წერია „ოსანა“.
დავითის მეუფებას ისინი უწოდებდნენ ქრისტეს მეუფებას, ჯერ ერთი, იმიტომ, რომ ქრისტე წარმოსდგებოდა დავითის თესლისაგან, მეორეც იმიტომ, რომ დავითი ნიშნავს ძლიერს ხელით. ხოლო ვინაა მეორე ისეთი ძლიერი ხელის, როგორიც უფალი, რომლის ხელებმაც ასეთი საკვირველი საქმენი მოიმოქმედეს? არამედ დავუფინოთ ჩვენც ჩვენი შესამოსელი, ანუ ჩვენი ხორცი, ვინაიდან ხორცი არის სამოსელი სულისა, დავუმორჩილოთ იგი უფალს.
განუვმზადოთ ჩვენც ჩვენი ცხოვრების გზა, მოვჭრით რა ხეთაგან რტოებს, ანუ მივბაძავთ რა წმინდათა ცხოვრებას. ვინაიდან წმინდანნი ხეებს ჩამოჰგვანან, რომლისგანაც რტოებს ჭრის მათი სათნოებების მიმბაძველი. არამედ ჩვენი საქმეები, როგორც წინამორბედნი, ისე შემდგომნი, დაე ღმრთის სადიდებლად იყოს. ვინაიდან მავანთა წინამორბედ ცხოვრებაში კეთილი საქმე აჩვენეს; თუმცაღა პირიქით, მათი შემდგომი ცხოვრება ასეთი არ იყო და ღმრთის დიდებას არ ემსახურებოდა.
––––––––––
ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი მარკოზის სახარების განმარტება თავი მეთერთმეტე (თ. 11, მ. 1-6)
--
უფლის დიდებით შესვლა იერუსალიმში - ბზობა; რატომ მიგვაქვს სახლში ბზა?
---------------
რა დღესასწაულია, რატომ მიგვაქვს სახლში ბზა, ეს ყველაფერი უნდა ვიცოდეთ, სახარების განმარტებები უნდა ვიკითხოთ:
---
"არამედ დავუფინოთ ჩვენც ჩვენი შესამოსელი, ანუ ჩვენი ხორცი, ვინაიდან ხორცი არის სამოსელი სულისა, დავუმორჩილოთ იგი უფალს.
განუვმზადოთ ჩვენც ჩვენი ცხოვრების გზა, მოვჭრით რა ხეთაგან რტოებს, ანუ მივბაძავთ რა წმინდათა ცხოვრებას. ვინაიდან წმინდანნი ხეებს ჩამოჰგვანან, რომლისგანაც რტოებს ჭრის მათი სათნოებების მიმბაძველი. არამედ ჩვენი საქმეები, როგორც წინამორბედნი, ისე შემდგომნი, დაე ღმრთის სადიდებლად იყოს. ვინაიდან მავანთა წინამორბედ ცხოვრებაში კეთილი საქმე აჩვენეს; თუმცაღა პირიქით, მათი შემდგომი ცხოვრება ასეთი არ იყო და ღმრთის დიდებას არ ემსახურებოდა". (ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი)
ტროპარი: ყოველსა აღდგომასა პირველ ვნებისა შენისასა მოასწავებდი, ამისთჳსცა მეგობარი შენი ლაზარე მკუდრეთით აღადგინე, ქრისტე ღმერთო, რომლისათჳს ჩუენცა, ვითარცა შვილნი ებრაელთანი, შევწირავთ შენდა ძლევისა გალობასა, რომელმან დასთრგუნე სიკუდილი: ოსანნა მაღალთა შინა, კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისათა.
ტროპარი: დაფლულნი შენ თანა ნათლისღებითა, ქრისტე ღმერთო ჩუენო, უკვდავსა ცხოვრებასა ღირს ვიქმნენით აღდგომითა შენითა და სიხარულით ესრეთ ვღაღადებთ: ოსანა მაღალთა შინა, კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისათა.
კონდაკი: ზეცათა შინა საყდართა, კიცუსა ქუეყანასა ზედა მჯდომარემან, ქრისტე ღმერთო ჩუენო, ანგელოზთა ქებაჲ დღეს და ყრმათა გალობაჲ ზოგად შეიწირე, რომელნი გალობდეს: კურთხეულ ხარ, რომელი მოხუედ ცხორებად და განახლებად, მჴსნელო ადამისო, ვითარცა კაცთ-მოყუარე ხარ.
Присоединяйтесь к ОК, чтобы посмотреть больше фото, видео и найти новых друзей.
Нет комментариев