დაიყვავილა ალუჩამ,
ყვავილს გაჰქონდა ფრიალი,
ქარმა აიგდო აბუჩად,
ცას ააფრინა ტრიალით.
ყველა ხემ ტოტებშიშველმა,
ჩაიცვა მწვანე კაბები,
როგორც ყოველთვის პირველმა
გაახალისა დაბები.
კვლავ მომაგონდა საღამო,
მაღლობზე როცა ვიდექით,
ნიავი ჰქროდა საამო,
ერთურთის გვერდით მივდექით
გიცქერდი ჭკვიან თვალებში,
სადაც ვარსკვლავნი ცელქობდნენ,
გრძნობა-ნატოვებ კვალებში
სულ სიყვარულით მღეროდნენ.
ირგვლივ სიმწვანე ღვიოდა,
ხასხასა მკვეთრი ფერებით,
ყვავილს ფურცლებად სცვიოდა
წლები გამქრალი დღეებით.
დაიყვავილა ხეხილმა,
იდგა სურნელთა გნიასი,
მე და შენ, უკვე შეცვლილმა
კონა შევკარით იასი.
ვიგონებ იმ დღეს დარდებით,
თვალიდან მწვეთავს ცრემლები,
კვლავ გამიბევრდა დარდები,
შემომეწერა ლექსები.
გული მევსება ტკივილით,
მეფერებიან სხივები,
ცას სწვდება ჩუმი კივილი,
და მტკივა გრძნობის მძივები.
,,ეთო".აპრილი. 2024.
Присоединяйтесь к ОК, чтобы посмотреть больше фото, видео и найти новых друзей.
Нет комментариев