სამშობლო ისეთი უსაშველო ფენომენია, რომელსაც ასაკი არ გააჩნია, ისევე, როგორც დედას, და დედასავით მარადიულია. გამოდის, რომ სამშობლო ყოველდღე გვბადებს, ყოველდღე იბადება ჩვენთვის, თავად კი არასოდეს არ კვდება, უკვდავია. სამშობლო უფრო მეტად გაჭირვება და ტკივილია, ვიდრე დალხინება და დღესასწაული. კიდევ რა არის სამშობლო? თვითმფრინავიდან რომ გადმოიხედავ, კავკასიონის უზარმაზარ თეთრ ფაფარს რომ დაინახავ და ყელში ბურთი გაგეჩხირება – ეს არის სამშობლო.სამშობლო ყველაფერი ისაა, ურომლისოდაც სიცოცხლე არ შეგიძლია. ნოდარ დუმბაძე
Кандидат в президенты Украины Анатолий Гриценко в случае победы на выборах намерен выдать паспорт гражданина Украины бывшему президенту Грузии и губернатору Одесской области Михаилу Саакашвили
Губернатор Токио Ёити Масудзоэ подал в отставку из-за обвинений в том, что он использовал бюджетные средства для оплаты отпусков и комиксов для своих детей.
Комментарии 8
კიდევ რა არის სამშობლო?
თვითმფრინავიდან რომ გადმოიხედავ, კავკასიონის უზარმაზარ თეთრ ფაფარს რომ დაინახავ და ყელში ბურთი გაგეჩხირება – ეს არის სამშობლო.სამშობლო ყველაფერი ისაა, ურომლისოდაც სიცოცხლე არ შეგიძლია. ნოდარ დუმბაძე
ვიცი, არა ვარ მე თქვენი სწორი,
უცხო ქვეყნიდან მოვედი აკი.
გიტარის ხმები გულში არ მწვდება,
მე მიყვარს ზურნის ველური ჰანგი.
არა დარბაზებს, არა სალონებს,
პიჯაკებს, კაბებს, სამკაულს ულევს -
ლექსებს ვუკითხავ ზღაპრულ დრაკონებს,
წყალვარდნილებს და ღრუბელთა ქულებს.
მიყვარს - არაბი ცხელ უდაბნოში
წყალს ნეტარებით, შვებით რომ მოსვავს,
არა რაინდი, ფუნჯით ნახატი,
ტანთ რომ ძვირფასი სამოსი მოსავს.
და სულსაც დავლევ არა საწოლში,
ექიმთან, როგორც მრავალს სჩვევია,
არამედ სადმე, ველურ ბუჩქნარში,
ხშირი სურო რომ შემოხვევია.
რათა ვეწვიო არა სამოთხეს,
ყოველ პროტესტანტს ხატად რომ დასდევს,
არამედ ადგილს, სადაც მეძავი
ყაჩაღთან ერთად შეჰყვირებს: აღსდექ!
стихи Белла Кукуладзе.