Предыдущая публикация
უყვარხარ ყველას,
მთელ სამყაროზე ეჭვიანობს ახლა ეს გული.
ვინც სიყვარული იწამა და... ღმერთს სთხოვა შველა,
ასე მგონია შენზე იყო შეყვარებული.
რა ეშველება, აღარ ვიცი, უშენოდ ამ ხალხს,
რა ეშველება ამ ქვეყანას შეცვლილს, ვნებიანს.
ასე მგონია, ვერ ამჩნევენ ჩემსავით, სხვა ქალს,
ასე მგონია შენს სიყვარულს მეცილებიან.
ჰოდა, ამიტომ მიმაჩნიხარ სამყაროს ფასად,
ჰოდა, ამიტომ გნებდებიან ვნებულს გულები.
მე რომ მიყვარხარ, მგონია, რომ უყვარხარ სხვასაც,
ვეჭვიანობ და უმიზეზოდ გებუზღუნები!
/დათო ახლოური/
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 1