მოვესათუთე ალიონს,ნიავს, ურცხვად ვუშვერდი სახეს სარკმლიდან, შემომახვია ფარდები მხრებზე, ზეცას ავხედე ცისფერს,თაღიანს... და იფრქვეოდა მაისის ვარდი, სურნელს აფენდა ირგვლივ გარემოს, ჩარჩენილ წყენას,სევდას მიქრობდა და მთხოვდა დარდი მისთვის დამეთმო... ზეცას ვუმზერდი ცისფერს, თაღიანს, ნისლისფერ ნაბადს მხრებზე მოხვეულს, პეპლების ფარფატს ყვავილებს შორის, ბაგის ანარეკლს ღიმილ მორეულს... და შრიალებდა იასამანი სარკმლის წინ კვირტებ აფეთქებული, მე მივსტიროდი წარსულის აჩრდილს, დარდად რომ მყავდა აჩემებული... ბულბული სტვენდა,შაშვი გალობდა, მზე თითის წვერზე წამოიწია, მე კი სარკმლის წინ სულგანაბული, ზეცას ვუმზერდი ცისფერს თაღიანს...
მუდამ გვახსოვდეს, რომ: ცხოვრება თავგადასავალია და არა მარათონი, ამიტომ ნურავის შევეჯიბრებით, ნურავის შევადარებთ საკუთარ თავს..ყველამ ჩვენი საკეთებელი ვაკეთოთ ვისაც რა შეგვიძლია... ყველაზე დიდი სიმდიდრე და სილამაზე, ლამაზი გულია❤... ამიტომ ვიზრუნოთ ჩვენს სულიერ მდგომარეობაზე... ის, რაც ჩვენს გულში ხდება, აუცილებლად აისახება ჩვენს გარეგნობასა და ცხოვრებაზეც... რაც უფრო მეტად ვიქნებით მადლიერი, მით უფრო მეტ სიხარულს გაჩუქებს ღმერთი, რადგან მადლიერი გული რაც შეიძლება მეტ სიყვარულს,სიკეთეს და სითბოს გასცემს ღმერთმა დაგლოცოთ ყველა❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤
Показать ещё