დრო ფუჭად დავკარგე
გადავლილ ბილიკებს ვერ ვამჩნევ ნაფეხურს,
გზას ვიწროს, ეკლიანს მივყვები ეული,
ვერც სადმე გაუვლელს ვერ ვადებ ნაჭდეურს,
მერევა სისუსტე ფიქრებით ძლეული.
რომ ვითვლი ჩავლილ წლებს, ტკივილი მაწვება,
ბევრი რომ არ დარჩა, მირთულებს შერგებას,
სულს ზოგჯერ სიმწრით რომ კივილი დასცდება,
ზეცამდე ასული სიჩუმეს ედრება.
დრო ფუჭად დავკარგე წარსულის ცქერაში,
ამაო ლოდინში წელი წელს მისდევდა,
ვეღარც კი შევბედე დარდს გულის ძგერაში
და თვალზე ნაწვეთიც ცრემლი ცრემლს იწვევდა.
ჩამოვრჩი ცხოვრებას, მაგრამ მსურს დაწევა,
ვერ მიმაქვს სხეული, ურჩ ძალებს მივყავარ,
ასაკი მაბრკოლებს, რადგან ,,ქუხს" გაწევა,
თუმცა შენ-სიცოცხლევ! მწუხარეც მიყვარხარ.
უფალო ისევე, შენით მაქვს იმედი,
ვიცი, რომ ჩამკიდებ ხელებს და