მესხეთი მიყვარს
მესხეთი მიყვარს, სადაც მშობა ქართველმა დედამ,
მიყვარს სხვა მხარეც, ყველა კუთხე მშობელი ქვეყნის,
რაც კი პირველად შთამაგონა სახელმა ,,დედა",
დედაშვილური სიყვარული-- მხმობელი ენით.
ჩემი სამშობლოს ნამცეციც კი უსაზღვროდ მიყვარს,
მიყვარს ძლიერი წარსულით და მშრომელი ხალხით,
გაბედოს ვინმემ, უკეთური... უმსგავსო მითხრას
და შემდეგ ქვეყნად მოითხოვოს სოფელი სახლით.
გულს ბილიკებზე დაგდებული ფოთოლიც მიწვავს,
მსურს მოფერება, მისთვის ფრთხილად
გადასმა ხელის,
გულის ტკივილით ხშირად ლექსი ობოლიც მითქვამს,
რადგან დარდი მკლავს ზოგჯერ მწვანედ
გადამხმარ ველის.
მიყვარს მესხეთი, ბევრი ჭირის მნახველი კუთხე,
ახლა კი ლაღი მთით და ველით, ნაკურთხი მხარე,
სულით და ხორცით ქართველს არ მსურს ნათმენი ვწუხდ
დაიყვავილა ალუჩამ
დაიყვავილა ალუჩამ,
ყვავილს გაჰქონდა ფრიალი,
ქარმა აიგდო აბუჩად,
ცას ააფრინა ტრიალით.
ყველა ხემ ტოტებშიშველმა,
ჩაიცვა მწვანე კაბები,
როგორც ყოველთვის პირველმა
გაახალისა დაბები.
კვლავ მომაგონდა საღამო,
მაღლობზე როცა ვიდექით,
ნიავი ჰქროდა საამო,
ერთურთის გვერდით მივდექით
გიცქერდი ჭკვიან თვალებში,
სადაც ვარსკვლავნი ცელქობდნენ,
გრძნობა-ნატოვებ კვალებში
სულ სიყვარულით მღეროდნენ.
ირგვლივ სიმწვანე ღვიოდა,
ხასხასა მკვეთრი ფერებით,
ყვავილს ფურცლებად სცვიოდა
წლები გამქრალი დღეებით.
დაიყვავილა ხეხილმა,
იდგა სურნელთა გნიასი,
მე და შენ, უკვე შეცვლილმა
კონა შევკარით იასი.
ვიგონებ იმ დღეს დარდებით,
თვალიდან მწვეთავს ცრემლები,
კვლავ გამიბევრდა დარდები,
შემომეწერა ლექსები.
გული მევს