მაინც ვიწამებთ
გახსოვს ის ღამე, მე და შენ რომ ზეცას ვუცქერდით,
წვიმის წვეთები გვეცემოდა თავზე ფიქრებად,
დილით ადრე კი, გულნაწყვეტნი მზეს არ ვუმღერდით,
რადგან არ გვსურდა დაგვხვედროდა
,,ხვალე" სიზმრებად.
ვის შეუძლია შეაჩეროს დრო და საათი,
დღეთა სწრაფვა და ღამეების ურჩი ბანცალი,
ვერც ჩვენ შევძელით, გაიარა როცა ტაატით
და არც კი გვეყო შორს ჩავლილი გულის ფანცქალით.
ბედნიერების წუთებს ვნატრობთ უკვე გავლილებს,
ისტორიას რომ ჩავაბარეთ ჩვენივ სურვილით,
ვეღარც ვპოულობთ, ვერც მიზეზებს ვურკვევთ დაშლილებს,
რატომ დავარქვით კვლავ წარსულის
მწველი წყურვილი.
დასანანია, როცა გონი გულს არ მიჰყვება,
რის გამოც ვკარგავთ სასიცოცხლო ყველა შეგრძნებას,
არც გვემეტება, მაგრამ მაინც გვსურს დავიწყება
და კვლავ ვიგონებთ
ისე მიყვარხარ
ისე მიყვარხარ, ვერ გაგიშვებ ჩემი გულიდან,
სამუდამოდაც აქ იქნები, სანამ ვიცოცხლებ,
კვალად რომ დარჩი ძველ ნაპირებს გრძელი ხნულიდან,
აღარასოდეს წაიშლები, მარად იცოცხლებ.
ბევრჯერ მათოვა გამშრალ თმაზე წლების ლოდინში,
დანისლულ თვალშიც აღარ დახტის ცელქი მზის სხივი,
კვლავ გელი მაინც, რადგან გზაზე ნელი ბოგინით
მივდივარ, მაგრამ სადღა მაცდის ძნელი დღის მწკრივი.
ისევ გავყურებ შენს გზას, თითქოს უნდა გამოჩნდე,
უნდა მოხვიდე ჩემამდე და განცდით მათრთოლებს,
ფიქრშიც არ მინდა მე ვთქვა ის, რომ თუ რად დავშორდე
ან ჩემთან მოსულს ერთხელ დამრჩეს დარდი, ნაობლებს.
მხოლოდ სურვილი არ მაღონებს, კიდეც მჭირდები,
რადგან სულ მარტო სიარულით გადავიღლები,
შემომხვდი, თორემ დამაოსებ, ისე მტკივდები
და უშენობის
ჩემი სამშობლო
როდესაც სხივმა ფეხი დადგა მიწაზე თბილი,
როდესაც ზეცამ შემოიცვა ცისფერი კაბა,
როცა ნიავი ჩამოფრინდა მთიდანვე გრილი,
ლამაზი ჩანდა საოცარი რძისფერი დაბა.
ჩემი სამშობლოს ყველა კუთხეს თაყვანს
ვცემ ძლიერ,
გაზაფხულიდან დაწყებული ზამთრის
დროს ჩათვლით,
მიყვარს, ყოველი მტკაველისას ვაფასებ იერს
და ვეფერები შორიდანაც საზღვრის მდგომს, გავლით.
მოდით შეხედეთ, რა ნაზია ბუნება ქვეყნის,
ჯარისკაცებად დარაჯობენ ველ-მინდვრებს
მთები,
როგორ ავკინძო სილამაზე ფურცლებად ენით,
როგორ ჩავტიო სიყვარული ლექსს-
რითმებს ფრთებით.
დილით, როდესაც ცა იღვიძებს მზის სხივთან ერთად,
ან როცა ღამით ეფინება ნათელი მთვარის,
საოცარია საქართველო რიგ-რიგად
მეტად,
ვიდრე ზეციდან დანახული თვალებით, ბარი.
შენი ხელით რომ