იცი,რა მინდა?
სიყვარული მინდა მაწვიმდეს,
მიმტროს ამინდმა,
გალუმპული სული აწივლდეს,
მან,რაც წავიდა, აღარაფრით ავნოს აწინდელს,
დადგეს წამი და ულამაზეს წამად გაცივდეს,
ჩემი მზერიდან შენს მზერაში გადავნაწილდე,
ბევრი არ მინდა,
სიყვარული მინდა მაწვიმდეს..
მადო