კვირაა თენდება 👇🙏💟☦️ იქნება სწორედ იმ დღეს, როცა ტაძარში წასვლა დაგვეზარა, ჩვენს ლოცვას განსაკუთრებული მადლი ჰქონოდა? იქნებ სწორედ იმ დღეს ღმერთს განსაკუთრებით უნდა შეესმინა ჩვენი ვედრება და ჩვენს გულებს სულიწმიდის მადლი უნდა შეხებოდა? იქნებ სწორედ იმ დღეს ელოდა ჩვენს სულს გამართლება და ცხონება? წმიდა ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)
"ღმერთს ჩვენგან ჩვენივ შეცოდებათა მოსმენა იმიტომ კი არ სურს, რომ არ იცის მათ შესახებ, არამედ ნებავს, რათა თავადვე აღვიარებდეთ ჩვენს დაცემას". ღირ. ეფრემ ასურელი (IV ს). "თუ დროულად შევინანებთ და ვითხოვთ პატიებას, უფალი მოგვიტევებს, რადგან არ არსებობს ცოდვა, რომელსაც ღვთის კაცთმოყვარების დამარცხება შეეძლოს". წმ. იოანე ოქროპირი (IV ს.).
გილოცავთ ჩემო მეგობრებო დღეს 28 ოქტომბერს არის დღესასწაული ბარაქის ( პურთა სიუხვის მიმნიჭებელი) ღვთისმშობლის ხატისა. ❤️ შეგეწიოთ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მადლი სრულიად საქართველოს მთელ ერს, ჩვენს ძვირფას ემიგრანტებს, სრულიად სამყაროს🙏🏻❤️ ❤️ ამ ხატთან განსაკუთრებით ლოცულობენ მატიარიალური სიდუხჭირის ჟამს.
🌿 ჯვარო მფარველო ყოვლისა სოფლისაო, ჯვარო შვენიერებაო ეკლესიათაო, ჯვარო სიმტკიცეო მეფეთაო, ჯვარო შემწეო მორწმუნეთაო, ჯვარო დიდებაო ანგელოზთაო და შემმუსვრელო ეშმაკთაო!
"ნუ შეგეშინდებათ თუ საკუთარ თავში მძიმე და საშინელ ცოდვებს აღმოაჩენთ,არამედ გიხაროდეთ,რამეთუ ცოდვების აღმოჩენა შენდობით მთავრდება."
ღმერთი არ მიგატოვებს, მაგრამ გაფრთხილდი, რომ შენ თავად არ მიატოვო იგი. © შენზეა ჩემი იმედი
«როდესაც კარგავ ყოველგვარ იმედს, ღმერთი გიგზავნის რაღაც ისეთს, რასაც შენ არაფრით ელოდები... საჭიროა მხოლოდ გწამდეს და გიყვარდეს უფალი. ისევე, როგორც მას ვუყვარვართ და ზრუნავს ჩვენზე!»
ჩემო მეგობრებო, ემიგრანტებო და სრულიად საქართველო, გილოცავთ მიძინებას ყოვლადწმიდისა დედუფლისა ჩვენისა ღმრთისმშობელისა და მარადის ქალწულისა მარიამისა – მარიამობას💖 წმინდა მარიამის კალთა გფარავდეთ და მისი მადლი შეგეწიოთ თქვენ და სრულიად საქართველოს, განსაკუთრებით ვულოცავ ყველა მარიამს და ჩემს პატარა სიხრულს მარიამ ერთხელ, როცა მარიამი მაცხოვრის აკლდამაში ლოცულობდა, ცა გაიხსნა, გარდამოხდა გაბრიელ მთავარანგელოზი ხელში ზეთისხილის რტოთი და უბიწო ქალწულს ახარა: „გიხაროდენ მარიამ, რომელმან ჰშვენ ღმერთი ჩუჱნი, ლოცვა შენი აღვიდა წინაშე ძისა შენისა და შეწირულ იქმნა, ამიერიდგან დაუტევებ სოფელსა, ნეტარო, და ზეცასა აღხვალ!“ ღვთისმშობელი დიდად გაახარა ამ უწყებამ და მიცვალებისათვის მზადება დაიწყო.მოციქულე
ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის მიძინების წინადღესასწაული 14 (27) აგვისტო ტროპარი: ერნო გიხაროდენ და სარწმუნოებით აღიპყრენით ხელნი თქუენი, და სურვილით შემოკრებდით, და სიხარულით ღაღადებდით, რამეთუ დედასა ღმრთისასა ეგულვების ქუეყნით ზეცად ამაღლებაი, რომელსა ძალნი ცათანი შიშით უგალობენ. დიდება მამასა და ძესა და სულსა წმიდასა კონდაკი: დიდებულსა ხსენებასა შენსა ყოველი სოფელი უნივთოთა სიხარულითა შეიმკვების, ხოლო გონებითა მოხარული ხმობს შენდა მომართ: გიხაროდენ ქალწულო, ქრისტიანეთა სიქადულო. აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ. *მცხეთის სამთავროს დედათა მონასტრის ივერიის ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის სასწაულთმოქმედი ხატი
Показать ещё