ლოდინსაც საზღვრები უცვდება ...
და სადღაც უფსკრულში მიდიან ფიქრები....
გეგონა მოხვალ და მე ისევ უცვლელად...
ვით ძველი ,,სამოსი,, რომ შენი ვიქნები....
ტუჩებზე ჩამიცხრა წარსულის ვნებები...
და ჩემს სიცოცხლეს აღარა ვგლოვობ...
ღიმილსაც თამამად ბაგეზე ვნებდები...
და სათქმელს ვინხავ ფინალის ბოლოს...
წავედი... თუმცაღა არიყო ადვილი...
ცრემლები თვალებმა დროდა დრო ატარა...
ვერ ვნახე შენს გულში გამთბარი ადგილი...
თუნდ ერთი მარცვალი სულ მცირე პატარა...
დავხევ იმ ლექსებს დაწერილს შენთვის...
თეთრი ფურცლიდან ვიწყებ ცხოვრებას...
რამდერჯერ ჩემთვის ვაწუხე ღმერთიც...
და ჩემს ლექსებში ვთხოვდი შენდობას...
ბოდიში კარგო.. .. წასვლას ვაპირებ...
ჩემში ზღვა ღელავს..... ქარები დაქრის...
ვეღარ მოაგნებ შენ ჩემს ნაპირებს...
და გულის ტკივილს ვერასდროს წაშლი...
07.05.2023
#მლ
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 17