მე მხოლოდ მსურდა მეამბა შენთვის,
როგორ მიყვარდი,როგორ მიყვარხარ...
თუმცა დამემსხვრა ოცნების ფრეთები
და არც კი ვიცი ახლა ვისთან ხარ.
მე მხოლოდ მსურდა, - არ დემაკარგა
შენი ნათელი თვალების სხივი
და არ მინდოდა სხვისთვის გეჩუქა,
დამათრობელი შენი ღიმილი.
უმთვარო ღამით დავდივარ მარტო
და მწარე ცრემლებს ვტოვებ კვალდაკვალ.
რატომ დაღამდა ლურჯი საღამო,
ან ყვავილები სად დამეკარგა?!
თუმცა დამემსხვარ ოცნების ფრთები
და არც კი ვიცი ახლა ვისთან ხარ,
მე მაინც მინდა გიამბო ისევ
როგორ მიყვარხარ! როგორ მიყვარხარ!!!
,,შენ მთვრალი ხევსური ახლო თუ გინახავს?
შენ იცი ეგ რისკი რამხელა დიდია?
ერთ მრუდე სიტყვაზე ცხვირ-პირს დაგინაყავს
და ბოლო შედეგი ფეხებზე ჰკიდია.
ფეხებზე ჰკიდია ცხოვრების სიმწარე,
ქარი და გრიგალიც ფეხებზე ჰკიდია.
არც დააგვიანებს, არც ძაან იჩქარებს,
ცეცხლში რომ ჩააგდო, ის მაინც მშვიდია"